Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს - კვირის პალიტრა

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს. როგორც კომპანია "აქსისიდან“ გვაცნობეს, უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers International-მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდი არის მიმოხილული.

"საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა.

Axis Towers BC-ის მასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს კიდევ 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტს შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილპროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72% ით იზრდება, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება“, - ნათქვამია Colliers International - ის კვლევაში.

Colliers International Group Inc. მსოფლიოს 69 ქვეყნაშია წარმოდგენილი და 12 000-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალით ოპერირებს.

Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუქციებს.

"ოფის ცენტრი აკმაყოფილებს საერთაშორისო A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ: საერთო ფართი; შესაბამისი ლოკაცია - ჭავჭავაძის გამზირი. ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის. A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის - რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას;

ადვილად მისადგომი - იქმნება შენობასთან მისასვლელი დამატებითი გზები;

თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაცია და დაცვის სისტემები;

ნათელი ოფისები მაღალი ვიტრაჟული ფანჯრებით, გამორჩეულ არქიტექტურისა და ოპტიმალური გეგმარებიდან გამომდინარე; პანორამული ხედები ვაკის პარკზე;

თანამედროვე თბილისის ლენდმარკ შენობა; ბიზნეს-ცენტრისთვის გამოყოფილი 300 ადგილიანი ავტოსადგომი.

ასევე, Axis Towers-ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, "აქსისის“ დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე.

მინის კოშკის საფარად გამოყენებულია Mitsubishi Alpolic A2 ალუმინის კომპოზიტური მასალა მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით, რომელიც გამოიყენება ექსტერიერ - ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევე სახურავად და საუკეთესო მასალად ითვლება“, - ნათქვამია "აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.