მეფე გიორგი III - "მზე მნათობთა შორის"
23-04-2018
მეფე გიორგი III - "მზე მნათობთა შორის"
"მიუხედავად იმისა, რომ მეფე გიორგი III დიდი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა, მის მოღვაწეობას მაინც გასდევს ჩრდილი. როდესაც ამ მონარქზე­ ვსაუბრობთ, არ შეიძლება თვალწინ არ წარმოგვიდგეს მისი ფრესკა ვარძიაში, ყინწვისში, საიდანაც მრისხანე გამომეტყველებით გვიმზერს. მისი თვალებიდან სიმკაცრე გამოსჭვივის. როგორც ჩანს, თვით მხატვრებმაც მისი ხასიათის წარმოჩენა მოახდინეს ამ ფრესკების მეშვეობით, განსხვავებით სხვა მეფეებისგან. სომეხი ისტორიკოსი წერს, რომ გიორგიმ მეფობის მეექვსე თვის თავზე თავისი ძმა, დემეტრე მოკლა, რათა თავად ჩაეგდო სამეფო ხელში. ამის დამტკიცება
მრავალი საუკუნის შემდეგ, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა არსებობს ეჭვი და კითხვები, რომლებსაც ვრცლად განვიხილავ ისტორიულ ფაქტებზე­ დაყრდნობით წიგნში..."

"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 28 მეფე "ქართველი მეფეების" 24-ტომეულში გაცოცხლდება. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს
ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. სერიის პირველ ტომს, რომელიც თამარ მეფის მოღვაწეობას, მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და პიროვნულ თვისებებს ფაქტებზე დაყრდნობით აღწერს, უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა და "პალიტრა L"-მა სწორედ მკითხველების თხოვნით სამჯერ ხელახლა გამოსცა, ამჯერად, "პალიტრა L"-ი დიდი თამარის მამის, გიორგი III-ის მმართველობის შესახებ მორიგი წიგნის გამოსაცემად ემზადება. წიგნის ავტორია ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ჯემალ სტეფნაძე.

"მზე მნათობთა შორის" - ასე მოიხსენიებს თამარის კარის­ ისტორიკოსი გიორგი III-ს, რომელიც დემეტრე I-მა ტახტის მემკვ­ი­დრედ აირჩია. მეფის სრული­ წ­ოდება იყო "უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა­ და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა­ აღმოსავლეთისა და დასავლეთისა".

თავად მეფე გიორგიმ შვილი­ თამარი სიცოცხლეშ­ივე თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მისი მეფობის პერიოდს თამართან ერთად­ ოქროს ხანას - ქვეყნის­ დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფის, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერას უწოდებენ. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, გიორგი III გამორჩეული მხედარი ყოფილა. მკლავიც უჭრიდა და გაუტეხელი გულიც ჰქონია. თამარის კარის ისტორიკოსი მას ბიბლიურ იონათანს, მშვილდ-კაპარჭოსანსა და ბერძენთა ნადირობის ღმერთს ადარებს. გმირობის სასწაულს უწოდებენ ასევე მეფე გიორგის მიერ გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებს, რომლებიც ანისის აღებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ქართველებსა და თურქებს შორის იმართებოდა. გიორგი III-ის გმირულ ხასიათს უცხოელი ავტორებიც აღნიშნავენ. მაგალითად, სტეფანოს ორბელიანი, რომელიც გიორგის მიერ დასჯილ ორბელიანთა შთამომავალია და მასზე განაწყენების მიზეზიც ჰქონდა, წერს: "იყო განმარჯვებული ყოველსა ზედა სიმხნისა და ფრიად ბრძენი".

"ხოლო გიორგიმ, - აღნიშნ­ავს მეორე სომეხი მოღვაწე მხითარ გოში, - როდესაც მეფობა­ განამტკიცა, მრავალი გაბედული­ საქმე გააკეთა - სხვადასხვა მხარეში შეიჭრა, მრავალი ოლქი დალაშქრა და ბრძოლით დაიმორჩილა". უფრო მეტი, ძალიან ბევრი საინტერესო ამბის გაგების მომსწრე შეიძლება გახდეს მკითხველი, როცა წაიკითხავს "ქართველი მეფეების" სერიის ფარგლებში გამოცემულ წიგნს "გიორგი მესამე". წიგნში წარმოდგენილი ილუსტრაციები­ მკითხველს დაეხმარება წარმოდგენა შეიქმნას იმ ეპოქაზე, რომელიც გიორგი III-ის მეფობას­ უკავშირდება. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფოტომასა­ლებთან ერთად წიგნზე ასევე დატანილია მეფის ხელმოწერა­ - მისი ხელრთვა-დამტკიცება შიომღვ­იმის სიგელზე. პროექტის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ჯაბა სამუშიაა, რომელიც "კვირის პალიტრასთან" გიორგი III-ის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა:

- "ქართველი მეფეების" მსგავსი პროექტი საქართველოში­ არ განხორციელებულა. ეს არის პირველი მცდელობა, რომ ქარ­თველ მკითხველს ყველა ცნობილ­ ქართველ მეფეზე სრული წარმ­ოდგენა შეექმნას - 28 მეფეს წარმოგვიდგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნ­იერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს. მოგეხსენებათ, სერია თამარ მეფით დავიწყეთ და ერეკლე II-ით დავასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები მოჰყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზეც, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ­ ისინი, რამაც საქართველოს ისტ­ორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ჩვენი სურვილია, საქართველოში მონარქიის ეპოქა გადმოვცეთ. რაც შეეხება გიორგი III-ს, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა, მის მოღვაწეობას მაინც გასდევს რამდენიმე ჩრდი­ლი, რომელიც მთლიანობაში, მისი პიროვნების დახასიათებისას, არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს. როდესაც ამ მონარქზე­ ვსაუბრობთ, არ შეიძლება თვალწინ არ წარმოგვიდგეს მისი ფრესკა ვარძიაში, ყინწვისში, საიდანაც ის მრისხანე გამომეტყველებით გვიმზერს. მისი თვალებიდან სიმკაცრე გამოსჭვივის. როგორც ჩანს, თვით მხატვრებმაც მისი ხასიათის წარმოჩენა მოახდინეს ამ ფრესკების მეშვეობით, განსხვავებით სხვა მეფეებისგან. გიორგის მზერაში აშკარად ჩანს მრისხანების დეტალი. სომეხი ისტორიკოსი წერს, რომ გიორგიმ მეფობის მეექვსე თვის თავზე თავისი ძმა, დემეტრე მოკლა, რათა თავად ჩაეგდო სამეფო ხელში. ამის დამტკიცება მრავალი საუკუნის შემდეგ, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა არსებობს ეჭვი და კითხვები, რომლებსაც ვრცლად განვიხილავ ისტორიულ ფაქტებზე­ დაყრდნობით წიგნში. არსებობს­ სხვა დეტალებიც, რომლებიც გიორგი III-ის მეფობას ჩრდილს აყენებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი მეფობის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი­ რეფორმები გატარდა, გაიზარდა საქა­რთველოს საზღვრები. ის არ არის სუსტი მონარქი, რომელმაც­ სახელმწიფო ჩაიბარა და ვერ ითავა მისი პატრონობა - მან დაიწყო ბრძოლა ქურდ-ავაზაკთა წინააღმდეგ და ეს სენი მთლიანად ამოძირკვა. მემატიანე წერს, ქურდსა­ და მოპარულს საქონელს ერთად ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე ძელზე გზის პირას, რომ ხალხისთვის საჩვენებელი ყოფილიყოო. გიორგი III დიდი აღმშენებელიცაა. მის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი აშენდა. ასე რომ, გიორგი III მართლაც საინტერესო ფიგურაა, რომლის მეფობის სხვადასხვა პერიოდს მკითხველს ვრცლად გავაცნობთ. შეგახსენებთ, რომ "პალიტრა L"-ის უპრეცედენტო პროექტის, "ქართველი მეფეების" სერიის ფარგლებში გამოცემული "გიორგი მესამის" შეძენა 23 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, მომხმარებელს წიგნის ყიდვა შეეძლება სპეციალურ ფასად.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით