ტექნოლოგიური გიგანტი მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში “Caucasus Build 2018“
25-04-2018
ტექნოლოგიური გიგანტი მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში “Caucasus Build 2018“
შპს “Sumgait Technologies Park“, რომელიც წარმოადგენს მეზობელი აზერბაიჯანის ტექნოლოგიური გიგანტს, მონაწილეობას მიიღეს მშენებლობისა და ინტერიერის დიზაინის 22-ე საერთაშორისო გამოფენაში "Caucasus Build 2018", რომელიც გაიმართება 2018 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილამდე თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.

გამოფენაში "Caucasus Build 2018" მონაწილეობას მიიღებს 150 მეტი კომპანია. გამოფენაზე "Caucasus Build 2018" წარმოდგენილ იქნება ბრენდი “დამზადებულია აზერბაიჯანში“-ს ქვეშ გაერთიანებული “Sumgait Technologies Park”-ის სხვადასხვა პროდუქციის ნიმუშები, მათ შორის სხვადასხვა სახის კაბელების, საკაბელო ხოკერები, პლასტიკის მილები,
ფიტინგები, სენდვიჩ-პანელები, PVC (პოლივინილქლორიდი), ალუმინის პროფილები, პოლიკარბონატი და მრავალი სხვა. გამოფენის პერიოდში კომპანიის წარმომადგენლები აგრეთვე გასცემენ პასუხს სტუმრების კითხვებს და მოაწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას წარმოების პროცესებსა და STP-ს პროდუქციის თაობაზე.

გამოფენა “Caucasus Build 2018“ მისცემს კომპანიას საშუალებას წარმოადგინოს ჩვენს ქვეყანაში თავისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, კიდევ
ერთხელ გააცნოს თავის კლიენტებს STP-ს პროდუქციის ხარისხი, დაამყაროს ახალი საქმიანი კონტაქტები და გაუზიაროს გამოცდილება სხვა კომპანიებს.

შპს “Sumgait Technologies Park” სიამაყით იღებს მონაწილეობას ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებულ ამ გამოფენაში და იწვევს ყველა მსურველს ეწვიოს კომპანიის სტენდს.

აღსანიშნავია, რომ STP გაიშვა 2009 წლის 22 დეკემბერს. STP, როგორც რეგიონში ტექნოლოგიური პარკის შექმნის პიონერი წარმოადგენს სხვადასხვა წარმოებებში კვალიფიკაციის მქონე მსხვილი ქარხნების კომპლექსი. 2017 წელს STP-მ მიიღო სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტის სტატუსი.

STP არის უნიკალური პროექტი რეგიონში, რომელსაც შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს შიდა ბაზრის მოთხოვნა და აგრეთვე განახორციელოს პროდუქციის საკმარისი რაოდენობის ექსპორტი გარე ბაზრებზე. ამჟამად კომპანიის 30 მეტ საწარმოო მოედნებზე 12 ქარხანაში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ადამიანი. STP-ს ყველა საწარმოო სიმძლავრე აღჭურვილია ევროპული და იაპონური წარმოების თანამედროვე დანადგარებით.

საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეული სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. STP-ს ყველა ქარხანა აღჭურვილია AZS ISO/IEC 17025-2009-ის სტანდარტით აკრედიტებული ევროპული წარმოების ლაბორატორიებით. გამოშვებული პროდუქციის მთელ სპექტრს გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები. STP-ში აგრეთვე გამოიყენება ISO 9001, ISO 14001 და OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტები.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით