რეგიონის უდიდესმა ტექნოპარკმა "Caucasus Build 2018" გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა - კვირის პალიტრა

რეგიონის უდიდესმა ტექნოპარკმა "Caucasus Build 2018" გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის ტექნოლოგიათა პარკის კომპანიამ, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს, მონაწილეობა მიიღო ჩვენს ქვეყანაში მოწყობილ და საამშენებლო სექტორისადმი მიძღვნილ 22-ე საერთაშორისო საამშენებლო და სადიზაინო გამოფენა "Caucasus Build 2018"-ზე.

გამოფენა, რომელიც თბილისის ექსპროცენტრში 26 აპრილიდან დაიწყო ოთხ დღეს გაგრძელდა. ღონისძიებაზე 150-ზე მეტმა კერძო და სახელმწიფო საამშენებლო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სამშენებლო სექტორისათვის განკუთვნილი ნაწარმი გამოფინეს. გამოფენა "Caucasus Build 2018"- ზე, რომელზეც სუმგაითის ტექნოლოგიათა პარკის კომპანიამ საკუთარი სამშენებლო და ამავე დროს სხვადასხვა სახის კაბელები, საკაბელო არხები, პლასტიკური მილები, ფიტინგები, სენდვიჩები, პანელები, პვჯ ალუმინიუმის პროფილები, პოლიკარბონატები, არმატურა და სხვა ნაწარმთა ნიმუშები "მადე ინ აზერბაიჯან"/"Made in Azerbaijan"/ ბრენდის სახელწოდებით წარადგინა.

სტა-ს სტენდის, რომელმაც მონაწილეთა და მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაყიდვის მენეჯერებმა და სპეციალისტებმა, ტექნოპარკის მიერ წარმოებული ნაწარმის შესახებ ფართო ინფორმაცია და წარმოების შესახებ სააგიტაციო მასალები მიაწოდეს.

ტექნოპარკის წარმომადგენელთა ჯგუფმა, გამოფენის ჩარჩოში სამშენებლო სექტორში მოღვაწე ჩვენი ქვეყნისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა აწარმოეს. სტპ-ი,რომელმაც 22-ე საერთაშორისო სამშენებლო და სადიზაინო გამოფენა "Caucasus Build 2018"-ზე საკუთარი ფართო ასორტიმენტი და სამომსახურებო პორტფელი წარადგინა, საკუთარი ნაწარმის ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასებით, ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებში ძირითად მიმწოდებლად გვევლინება.

აღსანიშნავია, რომ STP გაიშვა 2009 წლის 22 დეკემბერს. STP, როგორც რეგიონში ტექნოლოგიური პარკის შექმნის პიონერი, წარმოადგენს სხვადასხვა წარმოებებში კვალიფიკაციის მქონე მსხვილი ქარხნების კომპლექსს. 2017 წელს STP-მ მიიღო სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტის სტატუსი.

STP არის უნიკალური პროექტი რეგიონში, რომელსაც შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს შიდა ბაზრის მოთხოვნა და აგრეთვე განახორციელოს პროდუქციის საკმარისი რაოდენობის ექსპორტი გარე ბაზრებზე. ამჟამად კომპანიის 30-ზე მეტ საწარმოო მოედნებზე 12 ქარხანაში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ადამიანი. STP-ს ყველა საწარმოო სიმძლავრე აღჭურვილია ევროპული და იაპონური წარმოების თანამედროვე დანადგარებით.

საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეული სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. STP-ს ყველა ქარხანა აღჭურვილია AZS ISO/IEC 17025-2009-ის სტანდარტით აკრედიტებული ევროპული წარმოების ლაბორატორიებით. გამოშვებული პროდუქციის მთელ სპექტრს გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები. STP-ში აგრეთვე გამოიყენება ISO 9001, ISO 14001 და OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტები.

(R)