მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციებს უძლებენ - კვირის პალიტრა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციებს უძლებენ

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საქმიანობა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. 2006 წლიდან კი მათი რაოდენობის აქტიური ზრდა იწყება, რაც 2016 წლამდე გრძელდება. 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც შეეხო, რამაც მათ გარკვეული ნაწილის დახურვა გამოიწვია. ბაზარზე შემორჩნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას კეთილსინდისიერად ცდილობდნენ და მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებული. რეგულაციების ახალი ტალღა კვლავ მოლოდინშია, რაც კიდევ ერთი გამოცდა იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ბიზნესს კეთილსინდისიერად აწარმოებს.

და მაინც რა მოხდა 2016 წელს ისეთი, რომ მხოლოდ 2017 წელს 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეწყვიტა ოპერირება?

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ქვეყანაში სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს. მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანს კრედიტორთა დაცვა წარმოადგენდა.

საპროცენტო განაკვეთის ჭერის დადგენამდე რიგ კომპანიებში, რომლებიც რეალურად ძალიან მარტივად გასცემდნენ სესხებს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 400-500% იყო და რიგ შემთხვევაში 700%-საც კი აღწევდა. მაქსიმუმ 100%-იანი განაკვეთის დადგენა კი არარენტაბელური გახდა კომპანიებისთვის, რომლებიც მომხმარებლების, ფაქტობრივად, გაძარცვას ცდილობდნენ. ამ შემთხვევაში ისინი 100 ლარიან სესხზე პროცენტის სახით მხოლოდ 5, 86 ლარს მიიღებდნენ. ეს კი მათთვის ხელსაყრელი აღარ იყო და ბაზრიდან გავიდნენ.

დარჩენილებს შორის ერთ-ერთი იყო Solva.ge, რომელიც 3 000 ლარამდე გრძელვადიან სესხებს 100%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს მომხმარებელს. კომპანია სწრაფ სესხს მყისიერად გთავაზობთ, განცხადების ონლაინ შევსებიდან ანგარიშზე მიღებული თანხის დარიცხვამდე სულ 15 წუთია საჭირო.

Solva.ge-მ ბაზარზე გადარჩენა შეძლო, რადგან ის გთავაზობთ სრულიად გამჭივირვალე პირობებს. დასაბრუნებელი თანხის გასაგებად შედიხართ ვებ-საიტზე, უთითებთ სასურველ თანხას, მისი დაბრუნების ვადას და კალკულატორი, ავტომატურ რეჟიმში, გამოიანგარიშებს დასაბრუნებელი თანხის ზუსტს ოდენობას. სწრაფი სესხები (swrafi sesxebi) თავდების გარეშე გაიცემა.სესხის დამტკიცება და თანხის მიღება ხდება სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, ქონების გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე. სოლვას (Solva) მომხმარებელს პირველივე ჯერზე შეუძლია ისესხოს მაქსიმალური თანხა 3000 ლარი სასურველი ვადით (3-12 თვე).

ამჟამად საქართველოში 75-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. საინტერესოა, რამდენი მათგანი შეძლებს გადარჩენას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული რეგლაციები დამტკცდება და გააქიურდება.