სამსუნგის ახალი სმარტფონების პრეზენტაციაზე წამყვანი სცენიდან ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

სამსუნგის ახალი სმარტფონების პრეზენტაციაზე წამყვანი სცენიდან ჩამოვარდა

ტექნოპარკში სამსუნგის პრეზენტაციაზე შეკრებილი ასობით მაყურებელი უხერხული ინციდენტის მომსწრე გახდა. ღონისძიების წამყვანი აუდიტორიას Samsung Galaxy S9 და S9+ სმარტფონებს წარუდგენდა, როდესაც ის სცენიდან ჩამოვარდა. ჯერ-ჯერობით წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დაცემისას გატყდა ახალი სმარტფონის ეკრანი.

წამყვანმა ინციდენტი არ შეიმჩნია, სცენაზე დაბრუნდა და პრეზენტაცია მშვიდად გააგრძელა; სიტუაციიდან გამოსაძრომად კი მაყურებლებს სამსუნგის “უსაზღვრო ეკრანის გარანტიაზე“ მოუყვა, რომელიც ბრენდმა ახალ ფლაგმანებთან ერთად შესთავაზა მომხმარებლებს და გატეხილი ეკრანის საჩუქრად შეცვლას გულისხმობს. ინციდენტი შემთხვევით მსახიობ ბახვა ბრეგვაძის ფეისბუქის ლაივ ვიდეოში მოხვდა, რომელიც სამსუნგის პრეზენტაციას იღებდა.

იხილეთ ვიდეო

(R)