"თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სატვირთო ავტომობილების მფლობელთათვის
07-05-2018
"თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სატვირთო ავტომობილების მფლობელთათვის
"თეგეტა“ სატვირთო ავტომობილების მფლობელებს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდ Bridgestone-ის საბურავებზე აქციას. Bridgestone 315/80R22.5 156/150K საბურავების შეძენა აქციის ფარგლებში შეგიძლიათ სპეციალურ ფასად 750 ლარად. აქცია მოქმედებს 15 მაისის ჩათვლით "თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

Bridgestone გახლავთ მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4- ზე და სატვირთო ავტომობილებისათვის. კომპანია არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩეოდა წარმოების ხარისხითა და ინოვაციებით.

"თეგეტა
მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. "თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin,
Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით