"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს - კვირის პალიტრა

"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს

"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს.

როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან ნებისმიერ მომხმარებელს "თეგეტა" აძლევს საშუალებას ისარგებლოს 10 უპრეცედენტო შეთავაზებით.

მათი ინფორმაციით, "თეგეტას" სერვის ცენტრებში ნებისმიერი მომხმარებელი სრულიად უფასოდ შეძლებს ისარგებლოს სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, ზეთის დონის და სამუხრუჭე სითხის შემოწმების სერვისით, ამასთანავე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ელექტრო დიაგნოსტიკაზე, ფრეონისა და გამონაბოლქვის შემოწმებაზე, ხოლო დახარჯული თანხიდან 25%-მდე თანხა დაუბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. აქცია მოქმედებს "თეგეტას" ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

"თქვენი კომფორტისთვის "თეგეტა" გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge, ასევე "თეგეტას" ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

"თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპნიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. "თეგეტას" ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

(R)