ლიბიაში ტემპერატურა 57 ºC-ს აღწევს - "დიდი ენციკლოპედია - დედამიწის" მესამე ტომი "ამინდის რეკორდებზე" და სხვა საინტერესო ამბებზე მოგითხრობთ
10-05-2018
ლიბიაში ტემპერატურა 57 ºC-ს აღწევს - "დიდი ენციკლოპედია - დედამიწის" მესამე ტომი "ამინდის რეკორდებზე" და სხვა საინტერესო ამბებზე მოგითხრობთ
როგორია დედამიწის ატმოსფერო და მისი აგებულება, რა მოვლენაა ქარი, როგორ ყალიბდება მისი სხვადასხვა სახეობა, როგორ ფორმირდება კლიმატი და რამდენი კლიმატური ზონა არსებობს დედამიწაზე, როგორ "იქმნება" ამინდი და რა განაპირობებს ამა თუ იმ სტიქიურ მოვლენას? – ამ კითხვებზე პასუხს "ენციკლოპედია - დედამიწის" მესამე ნაწილიდან "წყლიდან" გაიგებთ.

აქვე გელოდებათ რუბრიკა "ამინდის რეკორდები", რომელიც უამრავ საინტერესო მოვლენასა თუ ფაქტზე გიამბობთ. მაგალითად, დედამიწაზე ყველაზე ცივი ადგილი ანტარქტიდაზე, სადგური "ვოსტოკია" - აქ 1983 წლის 21
ივლისს ტემპერატურა -89,2ºC-მდე დაეცა; ყველაზე ცხელი ადგილი კი ლიბიაშია (ელ-აზიზი), სადაც ტემპერატურა 57 ºC-საც კი აღწევს; ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამას (ჩილე) უდაბნოა - უკანასკნელი 59 წლის განმავლობაში ქალაქ არიკაში ნალექის საშუალო რაოდენობამ 0,76 მმ შეადგინა. გაინტერესებთ, სად და როდის მოვიდა
ყველაზე დიდი თოვლი, რომელია დედამიწაზე ყველაზე ქარიანი ადგილი, სად მოვიდა ყველაზე ძლიერი ე.წ. ერთჯერადი წვიმა? ეს და სხვა დანარჩენი საინტერესო ამბები ამ წიგნში გელოდებათ.

"ხმელეთის" შემდეგ მკითხველი "ჰაერს" გაეცნობა. ჰაერი - უხილავი, მაგრამ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ამასთან, ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი კლიმატური მოვლენა მზის ენერგიის, ჰაერისა და ჰაერში არსებული წყლის ორთქლის ურთიერთქმედებათა შედეგია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ მეტად საინტერესო მოცემულობასთან გვაქვს საქმე და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მკითხველს კვალიფიციურ და ინფორმაციულად დატვირთულ ნაშრომს ვთავაზობთ მესამე ტომის - "ჰაერის" სახით", - განმარტავს "დიდი ენციკლოპედია - დედამიწის" რედაქტორი თეა ბარამაშვილი.

სერიის შემდეგი წიგნებია: "წყალი", რომელიც ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე. "ადამიანი", რომელიც მოგვითხრობს, როგორია დედამიწისადმი ჩვენი დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები.

თითოეულ წიგნში, საინტერესო ინფორმაციის პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ: დედამიწის ულამაზესი ლანდშაფტების ფოტოებს, ათასობით შთამბეჭდავ ილუსტრაციას, რუკებს, დიაგრამებსა და გრაფიკებს.

წიგნის ყიდვა მკითხველს 14 მაისიდან შეეძლება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 18.50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 20 ლარი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით