საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა - კვირის პალიტრა

საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და "ლიენიუნგანგის" პორტის პრეზიდენტმა, ჭუ სიანგიანგმა მოაწერეს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეებს შორის ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში, ასევე, საქართველოდან ევროპაში გადაზიდვას, ქვეყნებს შორის კომერციული ინფორმაციის გაცვლასა და ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"დღეს გამართული შეხვედრა იყო სამმხრივი, რომელშიც საქართველს რკინიგზა და ჩინური კომპანიები - "კოსკო" და "ლიენიუნგანგის" პორტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთმანეთს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ "შუა დერეფანი" ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი დერეფანია, რომელიც მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

(R)