Check in Georgia-ს ფარგლებში "ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენნიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება - კვირის პალიტრა

Check in Georgia-ს ფარგლებში "ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენნიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

წელს Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. 2018 წლის სეზონის გახსნაზე ლეგენდარული კომპოზიტორი, ენნიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, "ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარსდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში კონცერტს მისი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს. ლეგენდარულმა კომპოზიტორმა 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა მუსიკა. ის თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ყველაზე ბოლო, ფილმ "საძულველი რვიანი“ -სთვის შექმნილი მუსიკისთვის კომპოზიტორმა პირველი ოსკარიც დაიმსახურა.