ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
14-05-2018
ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული ვაგზალი დახვდებათ. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით