საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა
16-05-2018
საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა
კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება - შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების
დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით