"თბილისის მიკროავტობუსი": "ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა"
17-05-2018
"თბილისის მიკროავტობუსი": "ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა"
"თბილისის მიკროავტობუსი" დედაქალაქის მერის განცხადებას კონდენციონერების სისტემასთან დაკავშირებით ეხმაურება.

კომპანიის ცნობით, "თბილისის მიკროავტობუსი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია.

"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ეხმიანება დედაქალაქის მერის მიერ გაცემულ დავალებას კომპანიის ავტოპარკში კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ "თბილისის მიკროავტობუსმა" ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე ჰაერის ტემპერატურის მატებასთან
დაკავშირებით "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა.

"თბილისის მიკროავტობუსი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

გარდა
ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი", - აღნიშნულია "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით