საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად "სარაჯიშვილი" ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს
25-05-2018
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად "სარაჯიშვილი" ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს
თანამედროვე სამყაროს გლობალიზაციის პირობებში, ალბათ, თითოეული სახელმწიფოსთვის თვითმყოფადობის შენარჩუნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ახლა, როცა მსოფლიოს თითქმის აღარაფერი აკვირვებს, პატარა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული იდენტობის შენარჩუნება და ამ უზარმაზარ სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილის დაკავება. მევენახეობა და მეღვინეობა ის დარგია, რომლის წყალობითაც საქართველოს არაერთხელ მოუწონებია თავი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

მაშინ როცა "ვაზის სამშობლოდ" წოდებული ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს, ეს გამორჩეული თარიღი არც პირველ ქართულ ღვინის ბრენდს
"სარაჯიშვილს" დაუტოვებია უყურადღებოდ. დავით სარაჯიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად, კომპანია 1884 წელს დაარსდა და სამ წელიწადში პირველი პროდუქტიც გამოუშვა. საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით "სარაჯიშვილის სახლი" დღემდე განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. კომპანიამ, რომელსაც პირველობაში
დღემდე ვერავინ ეცილება, ქვეყნისთვის ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა.

1918 წლის 26 მაისს, ქაღალდის ერთ ფურცელზე მელნით დასმული ხელმოწერებით, ქვეყნის მმართველმა ეროვნულმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი" მიიღო და თავისუფლებისკენ სწრაფვის მიზანს ხორცი შეასხა. 100 წლის შემდეგ კი კომპანია "სარაჯიშვილი" უნიკალური მახასიათებლების მქონე სასმლის ჩამოსხმით, ამ თარიღს გამორჩეული გზით უკვდავყოფს. ბრენდი, რომელიც სპეციალურად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეიქმნა, ამავე სახელს - "Independence" - ატარებს.

სარაჯიშვილის საცავების უძვირფასესი მარაგებიდან, 1918 წლის უნიკალური სპირტი უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ხასიათის სასმელად იქცა. მუხის კასრებში დაძველებული პრემიუმ კლასის ბრენდი "Independence" მდიდარი, დახვეწილი, ელეგანტური არომატით გამოირჩევა. კრიალა, ქარვისფერში გარდამავალ, მუქ ოქროსფერ სითხეს, ხილის, მუხის მერქნის, ვანილისა და შოკოლადის ტონები ამდიდრებს. რბილი ხავერდოვანი გემო და პიკანტური სიმწკლარტე კი ბრენდის განსაკუთრებულ სიძველეს უსვამს ხაზს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს საკმაოდ ბევრი კომპანია თუ დაწესებულება აღნიშნავს, ალბათ, რთულია ამ პროცესში საკუთარი წვლილი ყველასგან გამორჩეულად შეიტანო. ეს სირთულე კომპანია "სარაჯიშვილმა" საკმაოდ წარმატებით დაძლია. პირველი რეაქცია, რასაც სასმლის ახალი ბრენდი "Independence" თითოეულ ადამიანში იწვევს, ეს გაოცებაა. გაოცება იმაზე, თუ როგორი დახვეწილობით და ყურადღებითაა შექმნილი თითოეული დეტალი. სიმბოლურ დღეს, სიმბოლური დასახელების მქონე ახალი ბრენდი სიმბოლური დიზაინის მქონე ბოთლებში ჩამოისხა, რომლებზეც 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი ვიზუალური მხარეა ასახული.

პრემიუმ კლასის ბრენდის დიზაინზე კომპანიამ "Mediane brand design" იზრუნა: გრავირებული ბოთლის დიზაინის შთაგონება სამელნის ფორმა გახლავთ. ბოთლის ელეგანტური ქვით ინკრუსტრირებული სახურავი კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითაა შთაგონებული. საქართველოს ისტორიისთვის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი კომპანია "სარაჯიშვილისთვის" შთაგონების წყაროდ იქცა. სასმელის ბოთლიდან ამოსაღები ლივერიც კი კალამს გვაგონებს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიმბოლოებით დატვირთულ ბრენდს კომპანია "სარაჯიშვილმა" ლოგოც სიმბოლური შეურჩია. ლოგოს კომპოზიციის იდეა საიუბილეო თარიღს უკავშირდება და რიცხვ 100-ს გამოსახავს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პროდუქტის შიგთავსი და დიზაინი თანაბარ აღფრთოვანებას იწვევს. მოასწრებთ თუ არა ამ აღფრთოვანების გაზიარებას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რადგან საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შექმნილი ეს ბრენდი ლიმიტირებული რაოდენობით ჩამოისხა. რაოდენობაც, რა თქმა უნდა, სიმბოლური - 1918 ცალია და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ნომერი აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასმელი "Independence" გასაყიდად სექტემბერში გამოვა, მისი დარეზერვება და ე.წ. მყიდველთა რიგში ჩადგომა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ალბათ, ხშირად გვიცდია უცხოელი სტუმრების გაკვირვება და ჩვენი ქვეყნის გაცნობა კულტურული ძეგლების, სამზარეულოს, ტურისტული ადგილებისა თუღვინის საშუალებით. იმის გათვალისწინებით, რომ ვაზისა და ღვინის კულტურის ისტორია ქართველი ერის ისტორიასთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, ახლადშექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდი "Independence" საერთაშორისო არენაზე შესაძლოა, საქართველოს სავიზიტო ბარათადაც კი იქცეს.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით