ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი
30-05-2018
ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი
სამომხმარებლო ბაზარზე ძალიან აქტუალურია შეფუთული, დაფასოებული პროდუქცია. შეფუთული პროდუქტის ყიდვა ერთგვარი ტრენდი გახდა და ის მეტ-ნაკლებად ხარისხის გარანტადაც მოიაზრება.

სულ ეხლახანს, „ნიკორამ“ მზა ხორცპროდუქტების მიმართულებით მომხმარებელს პროდუქცია ახალ, პრაქტიკულ, დაცულ შეფუთვაში შესთავაზა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია სამომხმარებლო ბაზარს ახალ შეთავაზებას უცვლელ ფასად სთავაზობს. შეფუთული პროდუქტების ფასი ასაწონი სოსისების ანალოგიური დარჩა. მომხმარებელი იგივე პროდუქტს იგივე ფასად იღებს და ამასთანავე, მეტ კომფორტს. იზოგება დრო, პროდუქტს აწონვა არ სჭირდება, პრაქტიკულია მისი ტრანსპორტირება, მეტად
დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისგან. პროდუქცია ისე გამოდის საწარმოდან, სრულდება დისტრიბუცია, იყიდება მაღაზიაში, მომხმარებელს მიაქვს სახლში და ინახავს, რომ მას არავისთან და არაფერთან უწევს შეხება. ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების ის გარანტია, რომელსაც ზედმეტი განმარტება და დასაბუთება არ სჭირდება.

ახალი შეფუთვა მაქსიმალურად უწყობს ხელს პროდუქტის გემოვნური თვისებების
შენარჩუნებას, რასაც შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო უზრუნველყოფს.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალი მომხმარებლების დიდი ნაწილი ახალი შეფუთული პროდუქტების ძირითად უპირატესობად დაცულ უსაფრთხოებას და უცვლელ ფასს მიიჩნევს. მამაკაცები კი აღნიშნავენ, რომ ახალი შეფუთვა ცხოვრებას უმარტივებს, რადგან მაღაზიაში ზედმეტად აღარ დგანან რიგში, სახლში კი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაცივარში შენახვის დროს. მათ აღარ უწევთ პარკით აწონილი სოსისების კონტეინერში გადალაგება, არც მაცივარში იკავებს დიდ ადგილს და არც ზედმეტი ჭურჭლის რეცხვა უწევთ.

რძიანი სოსისი, ივერია სოსისი, სპეც ივერია სოსისი, ბავარიული სარდელი - ეს კი იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეძენაც ახალი შეფუთვითაა შესაძლებელი. მისი ყიდვა მთელი საქართველოს მასშტაბით, "ნიკორას“ დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებში და ქსელურ მარკეტებში შეგიძლიათ.

”ნიკორა” კი უკვე 20 წელია რჩება კომპანიად, რომელის ნომერი პირველი პრიორტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და პროდუქციის ხარისხის მაქსიმალური ზრდაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით