როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?
17-05-2018
როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?
სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა - ეს ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია, რაც დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბას აწუ­ხებს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის არც ისე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს დღეს უზარ­მა­ზა­რი ხელ­შე­წყო­ბა აქვთ. მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ზრუ­ნავს რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი, ისე კერ­ძო ბიზ­ნე­სი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის დღეს მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იკა­ვე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტუ­დენ­ტებს ”ცოდ­ნის ფონ­დი” წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დის დიდ ნა­წილს უფი­ნან­სებს. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც
გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. საპ­რი­ზო ფონ­დი 1 000 ლა­რი­დან იწყე­ბა და 2 500 ლარს აღ­წევს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა არა­ერ­თი კონ­კურ­სი, მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნი და სა­მარ­თა­ლი ან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წე­რის კონ­კურ­სი. მათ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ზე ნაკ­ლებს გა­და­იხ­დან,
ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად ფიქ­რო­ბენ.

ბოლო წლებ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და წარმ­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მათი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი არი­ან. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია ახ­ლა­ხანს ”ნი­კო­რა­სა” და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სტუ­დენ­ტე­ბი ”ნი­კო­რას” სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღე­ბენ. კვე­ბის ტე­ქო­ნო­ლო­გი­ებს პროგ­რა­მის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით 4 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი GPA-ის მქო­ნე სტუ­დენტს 1 სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ”ნი­კო­რა” ყო­ველ­თვი­უ­რად 150 ლა­რის ოდე­ნო­ბის სტი­პენ­დი­ას გა­და­უხ­დის.ყო­ვე­ლი სე­მესტრის და­სა­წყის­ში რე­ი­ტინ­გე­ბი გა­და­ი­ხე­დე­ბა და კვლავ და­ფი­ნანსდე­ბა რე­ი­ტინ­გით მო­წი­ნა­ვე 4 სტუ­დენ­ტი.

სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გვან­ცა ქურ­და­ძის გან­მარ­ტე­ბით, სტი­პენ­დი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი სრუ­ლად სწავ­ლა­ზე კონ­ცეტ­რირ­დე­ბი­ან.

”ნი­კო­რას” სტი­პენ­დია ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას, სტუ­დენ­ტებს გვიჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ მხო­ლოდ სწავ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა. მეტი მო­ტი­ვა­ცია გვექ­მნე­ბა, რომ სწავ­ლა­ზე სრუ­ლი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ,” -გან­მარ­ტავს გვან­ცა ქურ­და­ძე.

სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. სა­წყის ეტაპ­ზე სტი­პენ­დი­ას 2 მე-3 კურ­სე­ლი და 2 მე-4 კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღებს.

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ვატო ლეჟა­ვას გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ეს და­ფი­ნან­სე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წყი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა.

”გარ­და იმი­სა, რომ სტი­პენ­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას, ეს ზო­გა­დად მათი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს. მე­ო­რე მხრივ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მო­მა­ვა­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი მათი გა­ნათ­ლე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია” - გა­ნა­ცხა­და ვატო ლეჟა­ვამ.

”ნი­კო­რას” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათი მი­ზა­ნია კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­და­წყდა სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც.

"ნი­კო­რამ” და­ი­წყო გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რაც დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­ფი­ცი­ტუ­რია. ფა­კულ­ტე­ტის არ­ჩე­ვა შემ­თხვე­ვით არ მომ­ხმდა­რა. "ნი­კო­რა“ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. "ნი­კო­რას“ მიერ სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნაც სწო­რედ ამ ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა ნა­წი­ლი უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია ნი­კო­რა­ში, მო­ცე­მუ­ლი სტი­პენ­დია კი სტუ­დენ­ტთათ­ვის შე­საძ­ლოა კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის წი­ნა­პი­რო­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ახალ­გაზ­რდებს უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მათ ხში­რად ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ სწავ­ლა­ზე კონ­ცენ­ტრირ­დნენ და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნონ. ამ მხრივ ფი­ნან­სუ­რი ხელ­შე­წყო­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის მი­სა­ღე­ბად კი მონ­დო­მე­ბა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მაა სა­ჭი­რო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით