"ბიბლუსი" მაისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
04-06-2018
"ბიბლუსი" მაისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მაისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლიდან 31 მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილზეა ქართველი მწერლის, თათული ღვინიანიძის წიგნი "აღიარება ხელისგულზე", რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. კვლავ მეორე ადგილზეა ქართველი მწერლის, თემურ ბაბლუანის წიგნი "მზე, მთვარე და
პურის ყანა", მესამე პოზიციას კი ამჯერადაც თანამედროვე თურქი მწერალი ელიფ შაფაქი იკავებს ცნობილი რომანით "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება.
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში თანაბრად არის გადანაწილებული როგორც შემეცნებითი, ასევე მხატვრული წიგნები.

მხატვრული ლიტერატურა

1. თათული ღვინიანიძის
"აღიარება ხელისგულზე"
2. თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა"
3. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
4. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო - ყველაფერი, რაც ბრწყინავს"
5. რ.ჯ. პალაციოს "საოცრება"
6. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
7. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"
8. ელიფ შაფაქის "ღირსება"
9. გიორგი კეკელიძის "ლილოს ანგელოზები"
10. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

საბავშვო წიგნი

1. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის და შენი დღიური"
2. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი
3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"
4. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
5. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
6. საბავშვო ენციკლოპედია
7. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს"
8. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)
9. "პეპი გრძელი წინდა"
10. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით