კონსტანცასა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კონსტანცასა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბრიუსელში, ევროპარლამენტში ანაკლიისა და კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გვაცნობეს.
მემორანდუმი მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, საერთო სამოქმედო სატრანსპორტო გეგმისა და მარშრუტების შედგენის შესახებ. ასევე თანამშრომლობა ლოგისტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კონსტანცას პორტი გამოცდილებას გაუზიარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ანაკლიის პორტს, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე
იმუშავებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისეთ სტრატეგიულ პარტრნიორთან, როგორიც კონსტანცაა. ეს სამომავლოდ უკვე ჩვენს ერთობლივ კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას ნიშნავს, რაც ორივე პორტისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა და კიდევ უფრო სწრაფი განვითარების პერსპექტივაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან
ახვლედიანმა.

მემორანდუმს ხელი დუნაის სამდინარო არხისადმი მიძღვნილ დღეს მოეწერა. დუნაის სამდინარო არხი ათ ქვეყანას კვეთს და ოც დიდ პორტს აერთიანებს. შესაბამისად, ანაკლიის პორტიც დუნაის არხის პარტნიორი პორტების რიცხვშია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები