როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია "დედამიწის" მე-5 ტომი გაყიდვაშია - კვირის პალიტრა

როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია "დედამიწის" მე-5 ტომი გაყიდვაშია

როგორია დედამიწისადმი ადამიანების დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები? - ამ საინტერესო და მეტად აქტუალურ კითხვაზე ენციკლოპედია "დედამიწის" მე-5 ტომი "ადამიანი" მოგითხრობთ. ენციკლოპედიის ხუთტომეული გამომცემლობა "პალიტრა L-მა" მოამზადა. სერიის მეხუთე ტომის შეძენა, 11 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება შესაძლებელი. მისი სპეციალური ფასი 18,5 ლარია, გაზეთთან ერთად კი 20 ლარი. სერიის პირველი 4 ტომი უკვე გამოცემულია. მათი თემატიკა შემდეგნაირი იყო: დაბადება, ხმელეთი, ჰაერი, წყალი. პროექტის მენეჯერის ანი თოდრიას განმარტებით, წიგნებში მკი-თხველი უხვად იპოვის როგორც დედამიწისა და მისი წარსულის შესახებ ინფორმაციას, ისე ვიზუალურად მიმზიდველ უამრავ სურათს. "იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილე-ბოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა - ახლა ჩვენი პლანეტა მატე-რიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამ-ყაროს "საზღვრები" კიდევ უფრო "გაფართოვდა". სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრუ-ლობაში? სამყაროს გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შაიცვალა მასზე "დაბადებიდან" დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი - ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ხუთტომეულიდან მიიღებთ. უკვე ხუთივე ტომი ხელმისაწვდომია და მკითხველს შეუძლია სრული ინფორმაცოა მიიღოს დედამიწის შესახებ შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნიდან. ეს არის საუკეთესო კოლექცია, რომელიც შეგიძლიათ, შეიძინოთ თქვენთვის და ასევე, საუკეთესო საჩუქარია ახლობლებისა და მეგობრებისთვის," - განმარტავს ანი თოდრია.

რაც შეეხება, სერიის წინა წიგნებს: წიგნი 1 "დაბადება" - მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა და ფართოვდებოდა სამყარო 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ გადაეცა დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე, რომელსაც ჩვენი პლანეტა დღემდე "ინახავს"; წიგნი 2 "ხმელეთი" – გვიყვება, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედა-პირი თუ წიაღი; წიგნი 3 "ჰაერი" - მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები; წიგნი 4 "წყალი" - ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე;