21 წლიანი ინოვაციური განვითარების ისტორია - SS.GE სიტყვა და საქმის განახლებული ვებპორტალი
18-06-2018
21 წლიანი ინოვაციური განვითარების ისტორია - SS.GE სიტყვა და საქმის განახლებული ვებპორტალი
და­ვუბ­რუნ­დეთ და­სა­წყისს. 1997 წელი, მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი და კომ­პი­უ­ტე­რი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი უც­ნა­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ტე­ლე­ვი­ზო­რის მსგავ­სი ყუთი იყო, საქ­მი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და გაც­ვლის­თვის გა­ზეთ­მა „სი­ტყვა და საქ­მემ“ უნი­კა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც მუდ­მივ პროგ­რე­სი­რე­ბად სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა.

ზუს­ტად 10 წლის შემ­დეგ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, 2007 წლი­დან მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა ვე­ბპორ­ტალ saqme.ge-ის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა­ზე ადრე გა­ე­გო მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი და ერთი ნა­ბი­ჯით გა­ეს­წრო სხვე­ბის­თვის. იმ დრო­ის­თვის გა­ზე­თი
„სი­ტყვა და საქ­მე“ უკვე გას­ცდა ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის ფარ­გლებს და წარ­მა­ტე­ბით აჰ­ყვა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს.

2007 წლი­დან დღემ­დე, სა­ი­ტი მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და დღეს­დღე­ი­სო­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცეა.

2018 წლი­დან კი და­ი­წყო ინო­ვა­ცი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა
გა­ნახ­ლე­ბულ ვე­ბპორ­ტალ­ზე SS.GE, რო­მე­ლიც გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მომ­ხა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი სა­ი­ტია. სა­ხე­ლი კი ორი­გი­ნა­ლი სა­ხე­ლის "სი­ტყვა და საქ­მის" შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია, რო­მე­ლიც 21 წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას ინო­ვა­ცი­უ­რო­ბას­თან აერ­თი­ა­ნებს.

"სი­ტყვა და საქ­მის" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დის შექ­მნის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით მი­წო­დე­ბა, რო­მელ­საც არ­სე­ბულ ბა­ზარ­ზე ანა­ლო­გი არ ჰყავს.

SS.GE ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სა­სურ­ვე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა, თუ გან­ცხა­დე­ბის პოვ­ნა­ში შე­უ­წყობს ხელს. სწო­რედ ამი­ტომ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი ყო­ველ­თვი­უ­რად შეს­თა­ვა­ზებს მომ­ხმა­რე­ბელს ისე­თი­ვე ინო­ვა­ცი­ურ ხელ­სა­წყო­ებს, რო­გო­რიც ფა­სის გა­მომ­თვლე­ლი სის­ტე­მა და 360 გრა­დუ­სი­ა­ნი ფო­ტო­ე­ბია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით