შენი საზაფხულო მარშრუტი - "მაჭახელას თოფის“ გზა
18-06-2018
შენი საზაფხულო მარშრუტი - "მაჭახელას თოფის“ გზა
"მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის გზა“ აჭა­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ერ­თდრო­უ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მა­ჭა­ხე­ლას გან­თქმუ­ლი თო­ფის მო­ნუ­მენ­ტი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ქვე­მე­ხი სო­ფელ სკურ­დიდ­ში, ცხემ­ლა­რას თა­ღო­ვა­ნი ხიდი, ჩანჩქე­რი, გვა­რას ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი, 200 წლის ულა­მა­ზეს მე­ჩეთ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სო­ფელ ზედა ჩხუ­ტუ­ნე­თის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი და მა­ჭა­ხე­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა: ქო­ქო­ლე­თის, ტყუ­პი ჩანჩქე­რი­სა და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ბი­ლი­კე­ბი.

თუ "თო­ფის გზა“ და მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა ჯერ არ გი­ნა­ხავთ, ეს ნიშ­ნავს, რომ წინ ერთი ან რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბა
გე­ლით - ამ კუ­თხის ის­ტო­რი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­დაც მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თხელ მო­გინ­დე­ბათ დაბ­რუ­ნე­ბა.

მარ­შრუ­ტის და­სა­წყის­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გავ­ლი­სას გზად მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის ქან­და­კე­ბა გხვდე­ბათ - თოფ­მა მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი ხე­ო­ბას. აქ კაჟ-ჩახ­მა­ხი­ან თო­ფებს, დამ­ბა­ჩებ­სა და ხმალ-ხან­ჯლებს ამ­ზა­დებ­დნენ. "
თო­ფის გზას“ სწო­რედ იმ სოფ­ლამ­დე აჰ­ყავ­ხართ, სა­დაც ახ­ლაც ცხოვ­რო­ბენ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი თო­ფის ოს­ტა­ტე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი. მარ­თა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში კა­ჟი­ა­ნი თო­ფე­ბით აღა­რა­ვინ იბ­რძვის, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აქ ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბის გა­საც­ნო­ბად, პირ­ველ რიგ­ში, თო­ფის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბი­ან.

აქ­ვეა VI სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი გვა­რას ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი, სა­ი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა ოთხი­ვე მხა­რეს. ცი­ხეს სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და და აქ სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კე­ბი იყო მო­წყო­ბი­ლი. თო­ფის მო­ნუ­მენ­ტის შემ­დეგ ცხემ­ლა­რას თა­ღო­ვან, ქვით­კი­რის ვიწ­რო ხიდს გა­ივ­ლით, რო­მე­ლიც შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­შია აგე­ბუ­ლი და სი­ვიწ­რო­ვის გამო მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

ზედა ჩხუ­ტუ­ნე­თი - მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბის სა­ზღვრის­პი­რა სო­ფე­ლი­აქ მთავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და იწყე­ბა თურ­ქე­თი. "ჩხუ­ტუ­ნეთ­ში გა­სა­ყიდ მი­წას ვერ ნა­ხავთ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, აქ ვინ­მე უცხო და­სახ­ლდეს. ყვე­ლა უვ­ლის და უფრთხილ­დე­ბა თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის კარ-მი­და­მოს, შე­იძ­ლე­ბა ზოგი ქა­ლაქ­ში იყოს გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­წას აქ არა­ვინ გა­ყი­დის,“ - ამ­ბო­ბენ ჩხუ­ტუ­ნე­თე­ლე­ბი.

სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე ჩანჩქე­რი და სა­სე­ირ­ნოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, მყარგრუნ­ტი­ა­ნი ბი­ლი­კია. თუ აჭა­რის სხვა სოფ­ლებ­შიც ყო­ფილ­ხართ, აღარ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აქ ხი­საა და ძვე­ლია. არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუმ­ცა ბევ­რგან შე­ჩერ­დე­ბით, რომ ხის პა­ტა­რა, დაბ­რე­ცილ ფან­ჯრებს და­აკ­ვირ­დეთ და ნა­ლი­ებ­ში შე­იჭ­ვრი­ტოთ.

ეს უძ­ვე­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი სი­მინ­დი­სა და ხი­ლის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: სი­მინ­დი თაგ­ვის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი უნდა იყოს, ამი­ტო­მაც დგას ნა­ლი­ე­ბი მა­ღალ ბო­ძებ­ზე, ნა­გე­ბო­ბის კედ­ლე­ბის ფარ­ღა­ლა­ლა ფიც­რებ­ში კი თა­ვი­სუფ­ლად გადი-გა­მო­დის ქარი და ად­ვი­ლად აშ­რობს სი­მინდს. ნა­ლი­ე­ბი აჭა­რის სოფ­ლებ­ში დღემ­დე აქვს ყვე­ლა ოჯახს, ზოგს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნიც: პირ­ველ­ზე სი­მინდს აშ­რო­ბენ, მე­ო­რე­ზე კი, ხილს ინა­ხა­ვენ.

მუ­ზე­უ­მი 200 წლის ფე­რად მე­ჩეთ­ში

მა­ჭა­ხე­ლას ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი 1984 წელს გა­იხ­სნა და 200 წლის წინ აგე­ბულ ხის სამ­სარ­თუ­ლი­ან მე­ჩეთ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აქ მო­სუ­ლი სტუ­მა­რი მა­ჭახ­ლე­ლე­ბის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დელ ყო­ფას ნა­ხავს. სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, ქა­ლის სამ­ზით­ვო სკივ­რე­ბი, თოფ მა­ჭა­ხე­ლას უკა­ნას­კნე­ლი ოს­ტა­ტის ხელ­სა­წყო­ე­ბი და დაზ­გა - ყვე­ლა ექ­სპო­ნა­ტი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ოჯა­ხე­ბი­და­ნაა შეგ­რო­ვი­ლი და ხე­ო­ბის ნამ­დვილ ის­ტო­რი­ას გი­ცო­ცხლებთ.

მუ­ზე­უ­მი - მე­ჩე­თის ნა­გე­ბო­ბას მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს: რო­გორც მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, მალ­ხაზ ნა­გერ­ვა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ორა­სი წლის მე­ჩე­თის მო­ხა­ტუ­ლო­ბა რეს­ტავ­რი­რე­ბას დღემ­დე არ სა­ჭი­რო­ებს, ფე­რა­დი ორ­ნა­მენ­ტე­ბი მზის შუქ­ზე ახ­ლაც ისე ხას­ხა­სებს, თით­ქოს ლაზ­მა ოს­ტა­ტებ­მა ეს-ესაა მო­ხა­ტეს.

მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის ის­ტო­რია


ნოე ნა­გერ­ვა­ძე თოფ მა­ჭა­ხე­ლას ოს­ტა­ტე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, თო­ფის ოს­ტა­ტე­ბი ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი, ძნე­ლა­ძე­ე­ბი და კა­ხი­ძე­ე­ბიც იყ­ვნენ.

"მა­ჭა­ხე­ლამ” პო­პუ­ლა­რო­ბა იმით მო­ი­პო­ვა, რომ იმ დრო­ი­სათ­ვის არ არ­სე­ბობ­და კა­ჟი­ა­ნი სა­კე­ტის მქო­ნე თოფი. გა­მო­ი­გო­ნეს თო­ფის კა­ჟის ქვა, რო­მე­ლიც ჩა­მოჰ­კრავ­და ფო­ლა­დის ფირ­ფი­ტას, ის­ვრი­და ნა­პერ­წკალს, ეცე­მო­და დენთს და თოფი ვარ­დე­ბო­და. რო­გორც არ უნდა გა­გე­ტე­ნა, მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის ლულა არ გას­კდე­ბო­და და სა­მიზ­ნემ­დეც შორს მი­დი­ო­და, ამი­ტომ ჰქონ­და "მა­ჭა­ხე­ლას“ უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა თო­ფებ­თან შე­და­რე­ბით. უფრო მეტს კი ნოე ნა­გერ­ვა­ძე გვი­ამ­ბობს

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­გორც მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში, ისე სხვა­გან ის არის, რომ შე­გიძ­ლია ოჯა­ხე­ბის ნამ­დვი­ლი ყოფა ნახო, და­აკ­ვირ­დე რო­გორ მი­ე­რე­კე­ბი­ან ძრო­ხებს დი­ლით სა­ძო­ვარ­ზე, სა­ნამ შენს სა­უზ­მეს გა­ამ­ზა­დე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე ბოს­ტან­თან ახ­ლოს გა­გი­შა­ლონ სუფ­რა, სა­ი­და­ნაც ეს-ესაა დაკ­რი­ფეს პიტ­ნა და ნა­დუღს შე­უ­რი­ეს.

თუმ­ცა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო "ზურა“ სტუმ­რებს არამ­ხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბა, როცა ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი ჰყავს, სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე მალ­ხაზ ნა­გერ­ვა­ძე, შვი­ლებ­სა და ნა­თე­სავ-მე­ზობ­ლე­ბის ბავ­შვებს ეძა­ხის, ეზო­ში სა­ცეკ­ვაო მო­ე­დანს აწყობს და უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბით ახა­ლი­სებს, ბავ­შვე­ბი ცეკ­ვა­ვენ თა­ვა­დაც და აცეკ­ვე­ბენ სხვებ­საც.

სას­ტუმ­რო "ნო­ე­ში“ კი მწვა­ნე ლო­ბი­ოს, ბო­რა­ნოს, სი­ნო­რი­სა და სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის გარ­და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით ტკბო­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ოჯა­ხის ვე­რან­დი­დან აქ მა­ჭა­ხე­ლას მთე­ლი ხე­ო­ბა მო­ჩანს: თუ დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძებთ, ნა­ხავთ, რო­გორ იფან­ტე­ბა ხე­ო­ბა­ში ნის­ლი ნელ-ნელა და მკვეთრდე­ბა საკ­ვა­მუ­რი­ა­ნი სახ­ლე­ბის, მოვ­ლი­ლი, კოპ­წია ბა­ღჩა-ბოსტნე­ბის კონ­ტუ­რე­ბი.

ფე­ხით მთა­ში

თუ და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან მო­შო­რე­ბით, ხე­ლუხ­ლე­ბელ ტყე­ებ­ში გსურთ მოგ­ზა­უ­რო­ბა, მა­ჭა­ხე­ლას ეროვ­ნულ პარკში შე­გიძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი ბი­ლი­კი აირ­ჩი­ოთ: წაბ­ლის, წიფ­ლი­სა და რცხი­ლის ხე­ე­ბი ჯგუფ-ჯგუ­ფად მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის მთის ბი­ლიკ­ზე თქვე­ნი მთა­ვა­რი მეგ­ზუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა გარ­და ამ ბი­ლი­კი­სა, მა­ჭა­ხე­ლას ნაკ­რძალ­ში ქო­ქო­ლე­თის ან ტყუ­პი ჩანჩქე­რის ბი­ლი­კიც შე­გიძ­ლი­ათ და­ლაშ­ქროთ. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის რვა­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ბი­ლი­კი მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის მთით მთავ­რდე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის გზით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის:

მა­ჭა­ხე­ლა­ში სა­მარ­შრუ­ტი ტაქ­სი და­დის, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 2 ლა­რია.ქვე­და ჩხუ­ტუ­ნე­თი-ბა­თუ­მი 07:00 ბა­თუ­მი - ქვე­და ჩხუ­ტუ­ნე­თი - 16:00ზედა ჩხუ­ტუ­ნე­თი-ბა­თუ­მი 09:00 ბა­თუ­მი-ზედა ჩხუ­ტუ­ნე­თი - 12:30

ტაქ­სი: 90 -100 ლარი.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და­უ­კავ­შირ­დით ტუ­რის­ტულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებს ნომ­რებ­ზე: +995 577 90 90 91 +995 577 90 90 93

ან მი­მარ­თეთ ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს, რო­მელ­თა სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­აც შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ ვებ-გვერ­დზე: gobatumi.com
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?