უცნობი ფაქტები ყველაზე ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან ანუ ვინ იყო უილიამ შექსპირი სინამდვილეში?
19-06-2018
უცნობი ფაქტები ყველაზე ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან ანუ ვინ იყო უილიამ შექსპირი სინამდვილეში?
უნდა აღინიშნოს, რომ ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი საკმაოდ ადვილად ხემლისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის, თუმცა ამას თავად ავტორზე ვერ ვიტყვით. არსებობს მრავალი კონსპირაციის თეორია, რომ უილიამ შექსპირი მხოლოდ ფსევდონიმია და მის მიღმა რომელიმე ძალიან განათლებული მაღალი წრის წარმოადგენელი იმალებოდა, რომელსაც არ სურდა მსგავსი ტიპის ხელოვნებასთან პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული.

იმის მიუხედავად, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ სიმართლისა და მოგონილი ფაქტების გარკვევა უკვე ძალიან რთულია, მაინც მოიძებნება ფაქტები, რომლებიც მწერალზე საინტერესო ინფორმაციის გაგებაში გვეხმარება:
1. არსებობს მოსაზრება, რომ
18 წლის იულიამს მოუწია ქორწინება ენ ჰეთევეისთან, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი და ამავდროულად კაცისგან ფეხმძიმედ იყო.

2. იმის მიუხედავად, რომ შექსპირის შემოქმედების არეალი მხოლოდ ინგლისით არ შემოიფარგლება და ევროპის მრავალ ქვეყანაში ვითარდება სცენარი, სავარაუდოდ, შექსპირი არასდროს გაცდენია მშობლიური ქვეყნის საზღვრებს.

3. საკმაოდ უცნაურია დადასტურებული ფაქტი, რომ
შექსპირის შვილებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ. ასეთი დონის დრამატურგი აუცილებლად მისცემდა ელემენტარულ განათლებას შვილებს. ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვეშ მწერლის რეალურ ვინაობას.

4. შექსპირის პერიოდის უამრავი ბარათი ან წერილია შემონახული, რომლებსაც ადამიანები იწერდნენ თუ ვინმე ცნობილს შეხვდებოდნენ ქუჩაში. უნდა აღინიშნოს, რომ მილიონი ასეთი ჩანაწერიდან არცერთში არ არის შექსპირი ნახსენები.

მათთვის, ვისაც უილიამ შექსპირზე მეტის გაგება სურს, მიხეილ ანთაძის ავტორობით, გამომცემლობა პალიტრა L-მა ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული წიგნი დაამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია პროექტი "50 პერსონა-მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში.

"სიმართლე გითხრათ, როდესაც გამომცემლობა პალიტრა L-მა შემომთავაზა ბიოგრაფიული რომანის შექსპირზე დაწერა, დავთანმხდი, რადგან აქამდეც მქონია მასზე წერის გამოცდილება. წიგნი ძირითადად კაცის ბიოგრაფიას და ცხოვრებას ეხება, რომლის განუყოფელი ნაწილიც უშუალოდ შემოქმედებაა და არც ამისთვის ამიქცევია გვერდი. ზოგადად, პროქტი "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია“ ძალიან საინტერესია, რადგან ადამიანებს იმ აუცილებელ კულტურულ ინფორმაციას აწვდის, რომელიც ძალიან აუცილებელია. არ შეიძლება ცხოვრობდე ოცდამეერთე საუკუნეში და არ იცოდე შენამდე ვინ იყო და ვინ არა, ამიტომ დავთანმხდი შექსპირის შესახებ ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის დაწერას.“ - აღნიშნა მიხეილ ანთაძემ

წიგნი ივნისის დასაწყისში გამოვიდა ჟურნალ "ისტორიანთან“ ერთად და იგი წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებშია ხელმისაწვდომია. წიგნის სპეციალური ფასი 5 ლარია, ხოლო ჟურნალთან ერთად მისი შეძენა 8 ლარად არის შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით