საქართველოს ეროვნული ლატარია სტატისტიკას აქვეყნებს
20-06-2018
საქართველოს ეროვნული ლატარია სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია გაცემული თანხების სტატისტიკას აქვეყნებს.
კომპანიის ცნობით, გაცემულია 4 მილიონ ლარზე მეტი მოგებული თანხა, ნახევარმილიონზე მეტი მომგებიანი ბილეთი და შვიდასიათას ლარიანი ჯეკპოტი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოპერირება 2018 წლის 17 მარტს დაიწყო და საზოგადოების ყურადღება მომენტალური გათამაშების უპრეცედენტოდ მაღალი საპრიზო ფონდით 16

"უპრეცედენტოდ მაღალი საპრიზო ფონდი სამ მომენტალურ გათამაშებას "ფარაონს", "ოქროს საწმისა" და "შვიდიანს" აერთიანებს.

ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის ჯეკპოტი კი ამ დროისთვის უკვე შეადგენს 700 000 ლარზე
მეტს, რომლის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ტელეკომპანია "რუსთავი2“ -ის ეთერში, 20:50 საათზე .

ამ დროისთვის ტირაჟიან "ლოტო 6/36"-ის გამარჯვებულების რაოდენობა რამდენიმე ათეულობით ათასს ადამიანს შეადგენს, თუმცა მათგან ყველაზე მეტად თინათინ აზალაძეს გაუმართლა. მან ლოტოს ბილეთი თბილისში, ვაჟა-ფშველას გამზირზე მდებარე ლოტოს ჯიხურში შეიძინა, "ლოტო
6/36"-ის ბილეთი ყველაზე ახლობელი ადამიანების დაბადების დღეების რიცხვებით შეავსო და 79 172 ათასი ლარი მოიგო“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ბილეთი ჩემი საყვარელი ადამიანების დაბადების დღის თარიღებით შევავსე, ერთი ციფრი კი შემთხვევით დავამთხვიე. შოკში ვიყავით მთელი ოჯახი, მთელი ღამე არ გვეძინა სიხარულისგან. ამ თანხით ახლად შეძენილ ბინას გავარემონტებთ, კრედიტს გავისტუმრებთ და მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. ადრე არ მჯეროდა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ერთ წუთში შემიცვალა ცხოვრება, ასე რომ ითამაშეთ, სასწაულები ნამდვილად ხდება", - განაცხადა თინათინ აზალაძემ გამარჯვებიდან მეორე დღეს, მოგებული თანხის განაღდების დროს.

"მაქსიმალური მოგება დაფიქსირდა მომენტალურ გათამაშება "ფარაონში". თბილისში მცხოვრებმა ანა კანდელაკმა "ფარაონის" მომენტალური გათამაშების ბილეთი ორთაჭალაში მდებარე ჯიხურში შეიძინა და მომენტალურად 50 000 ლარის მფლობელი აღმოჩნდა. ანა კანდელაკი მოგებული თანხით სწავლის გაგრძელებას გეგმავს.
მომენტალურ გათამაშება "შვიდიანი"-ში მაქსიმალური თანხა 20 000 ლარი მოიგეს ახალციხელმა ბადრი მურვანიძემ და ქობულეთში მცხოვრებმა დავით დუმბაძემ, ორივე გამარჯვებული მოგებული თანხით მცირე ბიზნესის გამართვას აპირებს.

მაქსიმალური მოგება 20 000 ლარი ასევე დაფიქსირდა "ოქროს საწმისში" თბილისში და მისი მფლობელი სტუდენტი თათია კობახიძე გახდა.

მომენტალური გათამაშების ლატარიებში "ფარაონი“ "შვიდიანი“ და "ოქროს სამწმისი“ მაქსიმალური მოგება რამდენჯერმე თამაშდება, რაც ნიშნავს რომ ყველა მომხმარებელს აქვს კიდევ უამრავი შანსი გახდეს 50 000 -ის ან 20 000 -ის მფლობელი მყისიერად!

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია ლატარიის თამაში აქციოს ტრადიციად, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. ლატარიის პროდუქტების შეძენისას კი მომხმარებელი თავად ხდება იმ სოციალური პროექტების მონაწილე, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ლატარია ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ტირაჟიანი "ლოტო 6/36" - ის და მომენტალური გათამაშების ბარათების შეძენა შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის დაბრენდილ ჯიხურებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებსა და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქართველოს ეროვნული ლატარიის პრომომაგიდებთან. ხოლო მომენტალური გათამაშების "ფარაონის" "შვიდიანისა" და "ოქროს საწმისის" ბარათების ყიდვა მომხმარებელს შეუძლია სააფთიაქო ქსელი "ავერსის" აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით