რა წავიკითხოთ ზაფხულში? - კვირის პალიტრა

რა წავიკითხოთ ზაფხულში?

რჩევები მოსწავლეებს "ბიბლუსისგან"

ზაფხული მოვიდა და ყველა დასასვენებლად ემზადება. ჰამაკი, სიგრილე, გამაგრილებელი სასმელი და წიგნი - ეს კი ზაფხულის დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტებია. ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე მზესთან ერთად წიგნებთან მიფიცხებას არაფერი სჯობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ პროდუქტიულად გამოიყენონ ზაფხულის ვრცელი არდადეგები.

თუმცა აქვე ჩნდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა - რა წავიკითხო? ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე უამრავი მსოფლიო ბესტსელერი ითარგმნება, ხელახლა გამოიცემა კლასიკაც. შესაბამისად, არჩევანი მრავალფეროვანია. წიგნის ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" უამრავი წიგნია და ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის არჩევას. თუმცა "ბიბლუსმა" გადაწყვიტა, დაგეხმაროთ შერჩევაში და ამიტომაც კომპანია გირჩევთ მოსწავლეებისთვის საინტერესო ლიტერატურას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სერიიდან "მოსწავლის არჩევანი". სპეციალურად შექმნილია საზაფხულო კომპლექტები, რომლებშიც გაერთიანებულია ის წიგნები, რომლებიც მოზარდს შეაყვარებს კითხვას და ამ პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის. ეს არის ლიტერატურა, რომლის შერჩევასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. ცნობილ საზღვარგარეთელ მწერლებთან ერთად წიგნებში ქართველ კლასიკოს და თანამედროვე ავტორებსაც შეხვდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვანი წიგნების კომპლექტების შეძენა ახლა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

გთავაზობთ საბავშვო კომპლექტების ჩამონათვალს:

I კლასი

"კიკის თავგადასავალი" -

თამრი ფხაკაძე

"ჰერაკლე, უძლიერესი ადამიანი და სხვა ბერძნული მითები"

ქართული ხალხური ზღაპრები

II-III კლასი

ზღაპრები - ძმები გრიმები

შარლ პეროს ზღაპრები

"ღმერთების დაბადება და სხვა ბერძნული მითები"

იგავ-არაკები

IV-V კლასი

"ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" - ჯემალ ქირია

"უფლისწული და მათხოვარი" - მარკ ტვენი

"ყირამალა მოსიარულე კაცი და სხვა ზღაპრები" - გურამ პეტრიაშვილი

"ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" - მარკ ტვენი

VI-VII კლასი

ბულგაკოვის მოთხრობები

"ბიძია ტომის ქოხი" - ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

"რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალი" - დანიელ დეფო

"პატარა პრინცი" - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

VIII-IX კლასი

მოთხრობები - ეგნატე ნინოშვილი

•"მამის მკვლელი" - ალექსანდრე ყაზბეგი

•"გულივერის მოგზაურობა" - ჯონათან სვიფტი

"თეთრი ბაირაღები" - ნოდარ დუმბაძე

X -XII კლასი

მიხეილ ჯავახიშვილი - მოთხრობები

"სამანიშვილის დედინაცვალი" - დავით კლდიაშვილი

ვაჟა ფშაველა - პოემები

"სიკვდილი ვენეციაში" - თომას მანი