ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი - "2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა
ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო წიგნი - "2 000 მცენარეულ სამკურნალო რეცეპტის’’ ახალი ტირაჟი 2 ტომად გამოიცემა
წიგ­ნი მკი­თხვე­ლის­თვის უცხო არ არის, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი 2 ტო­მე­უ­ლი ერთ წიგ­ნად გა­მომ­ცემ­ლო­ბას უკვე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბესტსე­ლე­რი იყო და ძა­ლი­ან მალე დე­ფი­ცი­ტში აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის თხოვ­ნი­თა და მათი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი ახლა წიგ­ნი 2 ტო­მად გა­მო­ვა და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან’’ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. მკი­თხველს 25 ივ­ნი­სი­დან "2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტის’’ პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნა კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 12 ლა­რად შე­ეძ­ლე­ბა.

წიგ­ნის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი,
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი:


- "2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტი“ "კა­რა­ბა­დი­ნის“ ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მკი­თხველ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით და სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს და რაც მთა­ვა­რია, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში და­ი­დო ბინა. მივ­ხვდით, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკი­თხვე­ლის­თვის მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წიგ­ნის მი­წო­დე­ბას, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი კი­დევ ერთ წიგ­ნად გა­მოგ­ვე­ცა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფარ­მა­ცევ­ტულ
ბა­ზარ­ზე პრე­პა­რა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მცე­ნა­რუ­ლია - წიგ­ნიც სწო­რედ მცე­ნა­რე­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის ბა­ზა­ზეა შექ­მნი­ლი, გვაწ­ვდის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო რჩე­ვებს მცე­ნა­რე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ქი­მი­ურ ანა­ლო­გებს და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. თა­ნაც, მათი მი­ღე­ბა ხან­გრძლი­ვად შე­იძ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ცაა და ნაკ­ლე­ბი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა აქვს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი, კლა­სი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა ამ პრე­პა­რა­ტებს აღი­ა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ტოპ­რე­პა­რა­ტე­ბი­სა და რე­ცეპ­ტე­ბის დიდი, ბუ­ნებ­რი­ვი წყა­რო გვაქვს, სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი იყო მცე­ნა­რე­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სამ­შობ­ლოდ. ექი­მი გახ­ლა­ვართ და ამ თე­მით ძალ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ. ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, მცე­ნა­რე­ულ რე­ცეპ­ტებს ყო­ველ­თვის ვი­ყე­ნებ და შე­მიძ­ლია ყვე­ლა მოქ­მედ ექი­მებ­საც ვურ­ჩიო.

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნად მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა? ზოგ­ჯერ წიგ­ნებ­ში ისე­თი იშ­ვი­ა­თი მცე­ნა­რე­ე­ბი და რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი რე­ცეპ­ტე­ბი გვხვდე­ბა, რომ ბევ­რი უარს ამ­ბობს რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე და ისევ სა­აფ­თი­ა­ქო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არ­ჩევს. ბუ­ნებ­რი­ვია, სან­დო­ო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რე­ცეპ­ტი რამ­დე­ნად ზუს­ტი და უსაფრ­თხოა.

- წიგ­ნი სწო­რედ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ რე­ცეპ­ტე­ბი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბის­თვი­საა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი, რა­ი­მე სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და­ზუს­ტე­ბუ­ლია. ჩვენ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცეპ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი წარ­მო­ად­გენს ჟურ­ნალ “ოჯა­ხის მკურ­ნალ­ში” 13-14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის ერ­თგვარ კრე­ბულს, და­ვა­მა­ტე რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რე­ცეპ­ტიც, რომ­ლე­ბიც აქამ­დე არ და­ბეჭ­დი­ლა, ასე რომ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ - "2 000 მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტი” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი კრე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ცეპ­ტე­ბი დაგ­ვეხ­ვე­წა თა­ვი­სი დო­ზე­ბით და ა.შ. ის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თა­ვის დრო­ზე ექი­მე­ბის ჯგუ­ფის მი­ე­რაა და­წე­რი­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი, სან­დო­ო­ბას, ცხა­დია, ზრდის. კრე­ბულ­ში მოხ­ვდა მკი­თხვე­ლე­ბის­გან შე­მო­სუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბიც, რო­მელ­თაც ხში­რად გვიგ­ზავ­ნი­ან რე­დაქ­ცი­ა­ში. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ისი­ნიც გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში მარ­თლაც ხში­რად გვხვდე­ბა ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლია, ჩვენს რე­ცეპ­ტებ­ში კი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბას­თან.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტე­ბია წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი?


- რე­ცეპ­ტე­ბი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი. მა­გა­ლი­თად, ცალ-ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი კუჭ-ნაწ­ლა­ვის, ნერ­ვუ­ლი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა რე­ცეპ­ტე­ბი, რათა მკი­თხველს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტის მო­ძი­ე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეს.

შეგ­ვიძ­ლია, რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი რჩე­ვა გა­გი­ზი­ა­როთ - მა­გა­ლი­თად, იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად, ლი­მო­ნი, თაფ­ლი და ალო­ეს კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დრო­საც კი იყე­ნებ­დნენ ამ ძველ, ხალ­ხურ რე­ცეპტს. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა შავი ღვი­ნოს, ალო­ეს და თაფ­ლის კომ­ბი­ნა­ცი­აც. ხვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვი­რის­ტერ­ფა ან ქონ­დრის ჩაი შე­უც­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, თუნ­დაც, დაჭ­რი­ლი ხახ­ვი შაქ­რით ან თაფ­ლით, ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია. ქონ­დრის ჩაი პნევ­მო­ნი­ის დრო­საც კი, ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე უარი ვთქვათ და ქონ­დრით ვიმ­კურ­ნა­ლოთ - ის მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, ქონ­დრის ჩაი ბრონ­ქი­ტე­ბის დრო­საც სა­ოც­რად ეფექ­ტუ­რია. დღე­ში 2-3 ჭიქა შე­გიძ­ლი­ათ და­ლი­ოთ. დღეს გახ­ში­რე­ბუ­ლია ნერ­ვუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ამ მხრი­ვაც, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რე­ცეპ­ტი შე­გიძ­ლი­ათ ჩვენს წიგნ­ში ამო­ი­კი­თხოთ. იმის გამო, რომ სტრე­სულ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, დღის ბო­ლოს, თუნ­დაც კა­ტა­ბა­ლა­ხას, შავ­ბა­ლა­ხას ნა­ყე­ნის, კუ­ნე­ლის, ბარ­ამ­ბოს მი­ღე­ბა, სა­სარ­გებ­ლოა. არა­ერ­თი რე­ცეპ­ტი გვაქვს კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის ან თმის ცვე­ნის სამ­კურ­ნა­ლო­დაც. დღეს სა­ქარ­თვე­ლო იო­დის დე­ფი­ცი­ტის ზო­ნას წარ­მო­ად­გენს, ენ­დოკ­რი­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს საკ­მა­ოდ ვრცლად მი­მო­ვი­ხი­ლავთ წიგნ­ში და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებ­საც ვთა­ვა­ზობთ მკით­ველს. ცალ­კე პრობ­ლე­მაა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზიც, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თავს პა­ცი­ენ­ტე­ბი შეც­დო­მით უს­ვა­მენ, და­უ­ზუს­ტებ­ლად, გა­მოკ­ვლე­ვის, ექი­მის გა­რე­შე. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­ნე­ბუ­რად ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის რჩე­ვით მისი მკურ­ნა­ლო­ბა! ვი­მე­ო­რებ, რე­ცეპ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ამ წიგნ­ში გთა­ვა­ზობთ მკურ­ნა­ლო­ბის მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა. დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად კი ექიმს უნდა მი­მარ­თოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები