ყაზახი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ
26-06-2018
ყაზახი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ
აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ყა­ზა­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რე­პორ­ტა­ჟებ­სა და სტა­ტი­ებს ამ­ზა­დე­ბენ. წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­გა­მო­ცე­მე­ბის 10-მდე ჟურ­ნა­ლის­ტი რე­გი­ონს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით სტუმ­რობს.

მათ უკვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ბა­თუ­მის ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი და გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ციხე-მუ­ზე­უ­მი. ასე­ვე და­ეს­წრნენ დელ­ფი­ნე­ბის შოუს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლას­ში. გარ­და ამი­სა, იმოგ­ზა­უ­რეს მთი­ან აჭა­რა­ში და იქ არ­სე­ბულ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს გა­ეც­ნენ. კერ­ძოდ, კი გა­ი­ა­რეს ქე­დის ღვი­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი, ეწ­ვივ­ნენ ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მა­რანს, სა­
დაც ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი და ღვი­ნო ფოლკ­ლო­რის თან­ხლე­ბით და­ა­გე­მოვ­ნეს. ისი­ნი ასე­ვე, და­ეს­წრნენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ყა­ზა­ხურ ჭი­და­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა.

ყა­ზა­ხე­თი აჭა­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რია, სა­ი­და­ნაც რე­გი­ონ­ში შე­მო­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია. გარ­და პრეს­ტუ­რე­ბის და ინ­ფო­ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენტს რე­გი­ონს ყა­ზა­ხეთ­ში გარე და აქ­ტი­უ­რი ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მით უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით