ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ
26-06-2018
ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ
ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად აქ­ტი­ურ­დე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა დი­ა­რეა და შეკ­რუ­ლო­ბა. სი­ცხე და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის საკ­მა­ოდ დიდი დარ­ტყმაა. სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნიზ­მი კი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად რე­ა­გი­რებს ამ ფაქ­ტო­რებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს დი­ა­რეა აწუ­ხებს, ნა­წილს კი - შეკ­რუ­ლო­ბა.

ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის სიმ­წი­ფე ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევს სა­ში­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას. ნაწ­ლა­ვე­ბის ინ­ფექ­ცია, დი­ა­რეა შე­იძ­ლე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა პრო­დუქ­ტებ­მა ან წყალ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბაქ­ტე­რი­ე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო გა­უ­რე­ცხა­ვი ხილ-ბოსტნე­უ­ლი ან მწვა­ნი­ლია, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სუ­ლი დი­დი­სა
თუ პა­ტა­რის­თვის მე­ტად ხელმსაწ­ვდო­მი და მაც­დუ­ნე­ბე­ლია. მე­ო­რე მხრივ, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას იწ­ვევს სას­მე­ლი წყლის ცვლი­ლე­ბა. სოფ­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში წყა­ლი პირ­და­პირ მთე­ბი­დან მო­დის და ფილტრა­ცი­ას არ გა­დის. ეს კი შე­იძ­ლე­ბა დი­ა­რე­ის ან შეკ­რუ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

ზა­ფხულ­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან რომ ავი­ცი­ლოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

ხში­რად და გულ­დას­მით
და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი

თუ სას­მე­ლი წყლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ეჭვი გე­პა­რე­ბათ, ის აუ­ცი­ლებ­ლად აა­დუ­ღეთ. თუმ­ცა არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ანა­დუ­ღა­რი წყა­ლი და­სა­ლე­ვად მხო­ლოდ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია ვარ­გი­სი.

წყლის ჭურ­ჭე­ლი სხვა სი­თხის, მა­გა­ლი­თად რძის ან წვე­ნის შე­სა­ნა­ხად არ გა­მო­ი­ყე­ნოთ.

მდი­ნა­რე­ებ­ში, ზღვებ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას ეცა­დეთ, წყა­ლი არ გა­და­გეყ­ლა­პოთ.

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი და კვერ­ცხი კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი ან შემ­წვა­რი მი­ირ­თვით. მო­ე­რი­დეთ თოხ­ლო კვერ­ცხს, გოგ­ლი-მოგ­ლის ჭა­მას. საჭ­მე­ლი ჭა­მის წინ აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­ა­დუ­ღეთ.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ხორ­ცის, თევ­ზი­სა და ბოსტნე­უ­ლის­თვის სხვა­დას­ხვა დაფა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი მა­ცი­ვარ­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლად შე­ი­ნა­ხეთ.

ხილი, ბოსტნე­უ­ლი და მწვა­ნი­ლი წყალ­ში გა­ა­ჩე­რეთ, ხოლო შემ­დეგ კი გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­რე­ცხეთ.

ზა­ფხულ­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებ­მა რომ არ შე­გა­წუ­ხოთ, ეცა­დეთ თქვე­ნი მიკროფ­ლო­რა გა­აძ­ლი­ე­როთ და ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებს მზად დახ­ვდეთ. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ნაწ­ლა­ვებ­ში 2 კგ-მდე სა­სარ­გებ­ლო მიკროფ­ლო­რა ბი­ნად­რობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნაწ­ლა­ვუ­რი ფლო­რა არის ადა­მი­ა­ნი იმუ­ნი­ტე­ტის მთა­ვა­რი ად­გი­ლი. რად­გან ლაქ­ტო­ბა­ცი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცა­ვი ნივ­თე­რე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, საკ­ვე­ბი­დან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, გა­მო­ყო­ფენ რძემ­ჟა­ვას, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს პათ­ლო­გი­ურ ფლო­რას, გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ვი­ტა­მი­ნებს. რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში არ არის ლაქ­ტო­ბა­ცი­ლე­ბი არ არის იმუ­ნი­ტე­ტი, არ არის საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა და არ არის ჯან­მრთე­ლო­ბა.

თქვე­ნი მიკროფ­ლო­რა ზა­ფხუ­ლის­თვის მზად რომ იყო, რე­კო­მე­დი­რე­ბუ­ლია პრე და პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. მათი კარ­გი ნაკ­რე­ბი კი პრე­პა­რა­ტი ”პრო­კომ­ბოა”, რომ­ლის კაფ­სუ­ლაც ეფექ­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით პრე და პრო­ბი­ო­ტი­კებს შე­ი­ცავს. გარ­და იმი­სა, რომ ის კარ­გი პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მე­დი­კა­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შემ­დე­გი პრობ­ლე­მე­ბის დროს: კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, შეკ­რუ­ლო­ბა, მათ შო­რის ქრო­ნი­კუ­ლი, დი­ა­რეა, მათ შო­რის ქრო­ნი­კუ­ლი, დის­პეპ­სი­უ­რი სინ­დრო­მე­ბი, რო­გო­რიც არის ად­რე­უ­ლი და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, სიმ­ძი­მე მუც­ლის არე­ში, შე­ბე­რი­ლო­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი დის­კომ­ფორ­ტი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის დროს, ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის თან­მხლე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ბე­რი­ლო­ბა, სწო­რი ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, ალერ­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით კვე­ბის­მი­ე­რი ალერ­გი­ის დროს, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ზო­გად და ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

”პრო­კომ­ბოს” უნი­კა­ლუ­რი ფორ­მუ­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ რომ ორ­გა­ნიზ­მა არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტი შე­ივ­სოს, აღად­გი­ნოს ნაწ­ლა­ვუ­რი მიკროფ­ლო­რის წო­ნას­წო­რო­ბა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს სრულ­ყო­ფი­ლად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. პრე­პა­რა­ტი ასვე აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლში ლი­პი­დე­ბი­სა და შაქ­რის დო­ნეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით