ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ - კვირის პალიტრა

ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა დიარეა და შეკრულობა. სიცხე და გარემოს ცვლილება ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა. სხვადასხვა ორგანიზმი კი სხვადასხვანაირად რეაგირებს ამ ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ ზაფხულის პერიოდში ადამიანების ნაწილს დიარეა აწუხებს, ნაწილს კი - შეკრულობა.

ხილის და ბოსტნეულის სიმწიფე ავტომატურად იწვევს საშიში ბაქტერიების გამრავლებას. ნაწლავების ინფექცია, დიარეა შეიძლება დაბინძურებულმა პროდუქტებმა ან წყალმა გამოიწვიოს. ბაქტერიების მთავარი წყარო გაურეცხავი ხილ-ბოსტნეული ან მწვანილია, რომელიც ზაფხულში დასასვენებლად ქალაქგარეთ გასული დიდისა თუ პატარისთვის მეტად ხელმსაწვდომი და მაცდუნებელია. მეორე მხრივ, აღნიშნულ პრობლემას იწვევს სასმელი წყლის ცვლილება. სოფლების დიდ ნაწილში წყალი პირდაპირ მთებიდან მოდის და ფილტრაციას არ გადის. ეს კი შეიძლება დიარეის ან შეკრულობის მიზეზი გახდეს.

ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემები თავიდან რომ ავიცილოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

ხშირად და გულდასმით დაიბანეთ ხელები

თუ სასმელი წყლის უსაფრთხოებაში ეჭვი გეპარებათ, ის აუცილებლად აადუღეთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ანადუღარი წყალი დასალევად მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია ვარგისი.

წყლის ჭურჭელი სხვა სითხის, მაგალითად რძის ან წვენის შესანახად არ გამოიყენოთ.

მდინარეებში, ზღვებში ბანაობისას ეცადეთ, წყალი არ გადაგეყლაპოთ.

ხორცპროდუქტები და კვერცხი კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვით. მოერიდეთ თოხლო კვერცხს, გოგლი-მოგლის ჭამას. საჭმელი ჭამის წინ აუცილებლად წამოადუღეთ.

სამზარეულოში ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის სხვადასხვა დაფა გამოვიყენოთ. სხვადასხვა პროდუქტი მაცივარში იზოლირებულად შეინახეთ.

ხილი, ბოსტნეული და მწვანილი წყალში გააჩერეთ, ხოლო შემდეგ კი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ზაფხულში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ, ეცადეთ თქვენი მიკროფლორა გააძლიეროთ და ამ პერიოდში მოსალოდნელ პრობლემებს მზად დახვდეთ. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში 2 კგ-მდე სასარგებლო მიკროფლორა ბინადრობს. შეიძლება ითქვას, რომ ნაწლავური ფლორა არის ადამიანი იმუნიტეტის მთავარი ადგილი. რადგან ლაქტობაცილები მონაწილეობენ ორგანიზმის დამცავი ნივთერებების გამომუშავებაში, საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში, გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც ანადგურებს პათლოგიურ ფლორას, გამოიმუშავებენ ვიტამინებს. როდესაც ორგანიზმში არ არის ლაქტობაცილები არ არის იმუნიტეტი, არ არის საკვების მონელება და არ არის ჯანმრთელობა.

თქვენი მიკროფლორა ზაფხულისთვის მზად რომ იყო, რეკომედირებულია პრე და პრობიოტიკების მიღება. მათი კარგი ნაკრები კი პრეპარატი ”პროკომბოა”, რომლის კაფსულაც ეფექტური რაოდენობით პრე და პრობიოტიკებს შეიცავს. გარდა იმისა, რომ ის კარგი პრევენციული საშუალებაა, მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს: კუჭ-ნაწლავის პრობლემები, შეკრულობა, მათ შორის ქრონიკული, დიარეა, მათ შორის ქრონიკული, დისპეპსიური სინდრომები, როგორიც არის ადრეული დანაყრების შეგრძნება, სიმძიმე მუცლის არეში, შებერილობა და ნებისმიერი დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დროს, ხანდაზმული ასაკის თანმხლები კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნებისმიერი პრობლემა საკვების მონელებასთან დაკავშირებით, შებერილობა, სწორი ნაწლავის პრობლემები, ალერგია, განსაკუთრებით კვებისმიერი ალერგიის დროს, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, ზოგად და ადგილობრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

”პროკომბოს” უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს, რომ რომ ორგანიზმა არსებული დეფიციტი შეივსოს, აღადგინოს ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს სრულყოფილად მუშაობის საშუალება მისცეს. პრეპარატი ასვე აუმჯობესებს სისხლში ლიპიდებისა და შაქრის დონეს.