"ბილეთი საიტზე გადავამოწმე და იმის მერე არაფერი მახსოვს..." - რას ყვება იღბლიანი თბილისელი ქალი, რომელმაც ლატარიაში 80 000 მოიგო - კვირის პალიტრა

"ბილეთი საიტზე გადავამოწმე და იმის მერე არაფერი მახსოვს..." - რას ყვება იღბლიანი თბილისელი ქალი, რომელმაც ლატარიაში 80 000 მოიგო

"თუ არ ითამაშებთ, ვერც მოიგებთ. ამიტომ, ითამაშეთ, რადგან მოგება შეუძლია ყველას!’’

თინათინ აზალაძე საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებულია. მან ტირაჟიანი "ლოტო 6/36-ის" ბილეთი საყვარელი ადამიანების დაბადების დღეების რიცხვებით შეავლოტოს გამარჯვებული თინათინ აზალაძე გვესაუბრება.

- თინათინ, თქვენ ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველაზე მსხვილი გამარჯვებული ბრძანდებით, ხშირად თამაშობდით ლატარიას?

- ლატარიას ხშირად ვთამაშობ, განსაკუთრებით - სამშაბათობით. მინიმუმ ორ დაფას ვავსებ ხოლმე.

- თქვენი აზრით რამ განაპირობა თქვენი მოგება, იღბალმა თუ შემთხვევითობამ?

- ცხადია, იღბალმა, ბედნიერმა შემთხვევითობამ. უფრო მეტად კი - ღვთის წყალობამ.

- გჯეროდათ ასე შემთხვევით შეიძლებოდა ამხელა თანხის მოგება?

- მოგების ყოველთვის მჯერა, როდესაც ლატარიის ჯიხურთან მივდივარ. ბევრად უფრო ამბიციურ მოგებაზეც მიფიქრია.

- რა ემოცია დაგეუფლათ თქვენ და თქვენს ოჯახს, როდესაც ლოტოტრონმა თქვენს მიერ ბილეთში შემოხაზული ციფრები გამოავლინა?

- გათამაშება პირდაპირ ეთერში არ გვინახავს, ბილეთი საიტზე დაახლოებით 11 საათზე გადავამოწმეთ და იმის მერე არ გვახსოვს არაფერი. ძალიან დიდი ხანი ვიყავით ეიფორიაში, მაგარი განცდაა!

- რას მოახმარეთ მოგებული თანხა და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- მცირე ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ბინა შევიძინეთ, ამ ბინის კრედიტი "ჩავაქრეთ“ და რემონტის ფულიც დაგვრჩა.

- კიდევ აგრძელებთ ლატარიის თამაშს?

- ცხადია, რატომ არ უნდა გავაგრძელო?!

- რას ურჩევდით ლატარიის მოთამაშეებს?

- თუ არ ითამაშებთ, ვერც მოიგებთ. ამიტომ, ითამაშეთ, რადგან მოგება შეუძლია ყველას!