700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი მთიან აჭარას გაეცნო
27-06-2018
700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი მთიან აჭარას გაეცნო
აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს მთი­ა­ნი აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ამ­ჯე­რად, სა­ა­გენ­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მსხვი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­აც­ნო.

ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მთი­ან აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ქე­მალ თურ­მა­ნი­ძის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან და­ი­წყეს, სა­დაც 4000-ზე მეტი ექ­სპო­ნა­ტით აჭა­რაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მუ­ზე­უ­მის შემ­დეგ ისი­ნი სო­ფელ მირ­ვეთს ეს­ტუმრნენ, სა­დაც ულა­მა­ზე­სი ბზე­ბის ხე­ი­ვა­ნი, ჩანჩქე­რი და თა­ღო­ვა­ნი ხიდი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში სტუმ­რო­ბი­სას კი ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რეს, რო­მე­ლიც გვა­რას ცი­ხეს, მე­ო­რე
მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დელ ქვე­მეხს, მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის მო­ნუ­მენტს, ცხემ­ლა­რას თა­ღო­ვან ხიდ­სა და ზედა ჩხუ­ტუ­ნე­თის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმს მო­ი­ცავს. ისი­ნი მა­ჭა­ხე­ლას ფოლკ­ლო­რუ­ლი გუნ­დის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ცეკ­ვებ­საც და­ეს­წრნენ და სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლში ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნეს.


აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო რე­გი­ონ­ში არა­სა­ზღვაო ზოლს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა/პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის
მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. დღემ­დე მთი­ან აჭა­რა­ში 15-მდე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­და, რო­მელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სა­ა­გენ­ტომ ბოლო ორ წელ­ში 700-ზე მეტ გიდ­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აც­ნო მთი­ა­ნი აჭა­რა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით