საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბრენდმა "ბეკომ" რეგიონულ დილერებსა და მედიას თურქეთში უმასპინძლა - კვირის პალიტრა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბრენდმა "ბეკომ" რეგიონულ დილერებსა და მედიას თურქეთში უმასპინძლა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბრენდმა "ბეკომ", რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, სავაჭრო ქსელის რეგიონულ დილერებს და მედიის წარმომადგენლებს თურქეთში უმასპინძლა.

საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს "ბეკოს" ინოვაციური სარეცხი მანქანების ქარხანა, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც წარმოების, ასევე პროდუქციის შემდგომი მოხმარების შესახებ. ქარხანასთან ერთად, ტური მოიცავდა თურქეთში მდებარე მრავალ ღირშესანიშნაობას, მათ შორის: ძველ რომაულ პოლისს ეფესოს, (იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან, რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ. ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250 000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს. ) ქალაქ იზმირში მდებარე ღვთისშობლის ტაძარს, ძველ ბერძნულ სოფელ შირინჯესა და ქალაქ სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარს.

მონაწილეებმა დააგემოვნეს თურქული ტრადიციული სამზარეულო და უნიკალური ხილის ღვინო. მათ მოინახულეს ქალაქი იზმირი, რომელიც თურქეთში სიდიდით მესამე ქალაქია და ქვეყნის მეგაპოლისი - სტამბოლი.

ტურის მიზანი მიწვეული სტუმრებისათვის "ბეკოს" ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარება და ქვეყნის დათვარიელება იყო. სწორედ აქედან მიდის "ბეკო" 6 კონტინენტზე, 150 მეტ ქვეყანაში, 450 მილიონ მომხმარებელთან ყოველ 2 წამში ერთხელ. "ბეკო" თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორია.

(R)