"საქართველოს ეროვნული ლატარია“ - მოქალაქემ 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო - კვირის პალიტრა

"საქართველოს ეროვნული ლატარია“ - მოქალაქემ 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო

"საქართველოს ეროვნულ ლატარიას“ კიდევ ერთი იღბლიანი მოგებული ადამიანი შეემატა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ეროვნულ ლატარიიდან“ აცნობეს, გიორგი ნოზაძემ ტირაჟიანი "ლოტო 6/36’’-ის’’ ბილეთი თბილისში, "დინამო’’ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხურში შეიძინა და 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო.

"მის მიერ არჩეული ციფრების კონბინაციამ გიორგი ნოზაძეს ტირაჟიანი "ლოტო 6/36’’-ის 29 -ე გათამაშებაში მე-2 საპრიზო კატეგორია მოაგებინა. გიორგიმ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო. მან ციფრები შემთხვევითობის პრინციპით შემოხაზა, მეორე დღეს კი, ბილეთის გადასამოწმებლად იმავე ჯიხურს მიაკითხა და გაიგო, რომ მისმა ბილეთმა 55 893 ლარი მოიგო. გიორგი ნოზაძე 28 წლისაა და მას კერძო სარემონტო ბიზნესი აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის გამარჯვებული ამბობს, ლატარიას თამაშობს, თუმცა არც ისე ხშირად.

"პატარა თანხებს ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე დიდი თანხის გამარჯვებული გავხდებოდი. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ და ლატარიას მომავალშიც აუცილებლად ვითამაშებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამხელა თანხის მოგება. ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას,“ - განაცხადა ნოზაძემ.

"საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ინფორმაციით, გიორგი ნოზაძემ უკვე მიიღო მოგებული თანხა. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას 17 მარტიდან, მაშინ როდესაც ოპერირება დაიწყო დღემდე, მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მოგებული ბილეთების რაოდენობა ნახევარმილიონს აჭარბებს.

"სულ მალე, კი ლატარიის ერთგულ მომხმარებელებს და მათ ვისაც ჯერ არ დაუწყია თამაში, შესაძლებლობა ექნება "ლოტო 6/36’’-ის ბილეთები ონლაინ, "საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდის www.lotto.ge-ის საშუალებით შეიძინონ და გამარჯვებულები გახდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.