სპეციალური აპლიკაციით შეგეძლებათ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოხმარების ფაქტი დააფიქსიროთ
29-06-2018
სპეციალური აპლიკაციით შეგეძლებათ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოხმარების ფაქტი დააფიქსიროთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოქმედების უკეთ გასაკონტროლებლად 112-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს სპეციალური აპლიკაციის თაობაზე. მოქალაქეებს შეეძლებათ გადმოტვირთონ აპლიკაცია, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით შეიქმნება.

"აპლიკაციით შეგეძლებათ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოწევის ფაქტის გადაღება, მიაწერთ კომენტარს და გადააგზავნით შესაბამის მისამართზე. ვინ იქნება ამ მისამართის უკან 112 თუ სხვა ოპერატორი, ამ ეტაპზე სწორედ აღნიშნულ საკითხზე ვმსჯელობთ. “ - აცხადებს ლელა სტურუა. მისივე თქმით, აღნიშნული
აპლიკაცია მნიშვნლეოვნად შეუმცირებს საქმეს მაკონტროლებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, მთავარ მაკონტროლებელს, საპატრულო პოლიციას და საზოგადოება უფრო ეფექტურად შეძლებს დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან დაცვას.

სავარაუდოდ, აპლიკაცია მზად იქნება შემოდგომამდე, იმ დროისთვის, როდესაც თამბაქოს მომხმარებელთა უმრავლესობა რესტორნების ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეში გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით