"ბიბლუსი" ივნისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ივნისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ივნისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი დებიუტანტი მწერლის თათული ღვინიანიძის წიგნი "აღიარება ხელისგულზე" იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", მესამე პოზიციას კი ამჯერად ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა" იკავებს.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "პეპი გრძელი წინდა" და სხვა.

მხატვრული ლიტერატურა

1. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი"

3. თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა"

4. რ.ჯ. პალაციოს "აირჩიე სიკეთე-საოცრება"

5. ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

6. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

7. ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი 1 ფილოსოფიური ქვა"

8. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

9. აკა მორჩილაძის "კუპიდონი კრემლის კედელთან"

10. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

საბავშვო წიგნი

1. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი"

2. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"

3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის და შენი დღიური"

4. ასტრიდ ლინდგრენის "პეპი გრძელი წინდა"

5. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია"

6. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური 2 - როდრიკი უბერავს"

7. "ჩემი პირველი ბიბლია"

8. Dისნეყ ჩარს-მხიარული რბოლები"

9. ვისწავლოთ წერა"

10. მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი"