სამი ნაბიჯი დასახულ მიზნამდე - კვირის პალიტრა

სამი ნაბიჯი დასახულ მიზნამდე

ფინკა ბანკში დეპოზიტების საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი როგორც ვადიან, ისე შემნახველი ტიპის დეპოზიტებზე.

ინტერვიუ ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსთან, მარიამ ესებუასთან

მარიამ, რატომ არის დაგროვება ასე მნიშვნელოვანი?

ბევრს მიგვაჩნია, ვერ გამოვიმუშავებთ იმდენ ფულს, რომ შევძლოთ ბანკში დეპოზიტზე განსათავსებლი თანხის შეგროვება, თითქოს მთელი შემოსავალი მიმდინარე ხარჯებში მიდის... იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ თანხაზე ეკონომიის გაკეთებას ვახერხებთ, მაინც მყისიერად ვხარჯავთ და, როგორც წესი, არასავალდებულო საჭიროებისთვის… ხშირ შემთხვევაში არ ვიცით, სწორად როგორ განვკარგოთ ჩვენი ფინანსები.

სულ რაღაც სამი ნაბიჯის გავლა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ბანკში დეპოზიტზე თანხა შეაგროვოთ:

1. დაისახეთ მიზანი - მიზანი ეხმარება დაზოგვის პროცესს, ეს არის მთავარი მოტივატორი, მიზანი უნდა იყოს ხელშესახები და დროში მიღწევადი;

2. დათვალეთ რა ღირს თქვენი მიზანი - ეს დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ რამდენი თანხა უნდა დააგროვოთ რა დროში, შესაბამისად, გეცოდინებათ ყოველთვიურად რა თანხა უნდა დაზოგოთ;

3. ფინკა ბანკში გახსენით დეპოზიტი - თუ გინდათ მიზნამდე განსაზღვრულ დროში მიაღწიოთ, დაზოგვა აუცილებლად რეგულარული უნდა იყოს.

ბანკში განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელი ერიცხება, რაც მიზნამდე მისვლაში გეხმარებათ. ბანკში თანხის შენახვა უსაფრთხოა და ამავდროულად, სარგებლიანიც.

რას გვთავაზობს ფინკა ბანკი, როგორც ვიცით დეპოზიტების მხრივ სიახლეები გაქვთ?

ფინკა ბანკი საზაფხულო აქციის ფარგლებში გთავაზობთ მაღალ საპროცენტო სარგებელს როგორც შემნახველი ტიპის, ასევე ვადიან დეპოზიტებზე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5 %, ეფექტური 12.5%.

განსაკუთრებულად გამოვყოფთ ჩვენს ახალ პროდუქტს - დეპოზიტი "მეტი სარგებელი. სტანდარტული ვადიანი ანაბრისაგან განსხვავებით, ვადიანი დეპოზიტი "მეტი სარგებელი" და ზრდადი დეპოზიტი "მეტი სარგებელი" - ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბრებია, რომელთაც გააჩნია ვადა და ამ ვადის განმავლობაში მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და თანხის გატანის უფლება. ამ ტიპის დეპოზიტზე განთავსებულ თანხას ერიცხება ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომლის გატანა შესაძლებელია ყოველთვიურად, ან პერიოდის/ვადის ბოლოს.

როგორ უნდა შევარჩიოთ დეპოზიტი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მეტად ეფექტური იქნება?

ხშირად გვეკითხებიან - რომელი დეპოზიტი უნდა გავხსნა, როგორ მივხვდი, რომელი უფრო ეფექტური იქნება ჩემთვის. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე მორგებული ანაბრის შერჩევაში.

ფინკა ბანკში დეპოზიტის გახსნა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მომხმარებლებს შეუძლიათ გახნან როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დეპოზიტი, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება მათ მიზანს, შემოსავლებს თუ ცხოვრების სტილს.

დეპოზიტს მაღალს ირჩევს ყველა - არ გადადოთ, გახსენით დეპოზიტი ფინკა ბანკში და მარტივად მიაღწიეთ დასახულ მიზანს! მაღალ დეპოზიტს ირჩევს ყველა!

(R)