AXIS - ჭავჭავაძის 75 ნომერში მწვანე გაზონს მალე უნიკალური მცენარეები შეემატება - კვირის პალიტრა

AXIS - ჭავჭავაძის 75 ნომერში მწვანე გაზონს მალე უნიკალური მცენარეები შეემატება

"აქსისი“ როგორც დეველოპერული კომპანია ქმნის გარემოს და ზრუნავს მის განვითარებაზე, - ამის შესახებ კომპანია "აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია შეიტანოს სიცოცხლე იქ, სადაც დეველოპმენტს ახორციელებს.

ჭავჭავაძის 75-ში გაზონი, რომელიც "აქსისმა“ 1430 კვ.მ. უკვე დააგო 4 პარკოსანთა ჯგუფის მცენარისაგან "Festucarubra,“ "Festucaarundinacea,“ "Loliumwesterwoldicum,“ და "Loliumperenne“ შედგება. სწორედ ამიტომაც იგი გამოირჩევა ჟანგბადის წარმოშობის კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გაზონის 15 კვადრატული 1 საშუალო ხეს უდრის.

"მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის 75-ში არსებული მწვანე საფარის სხვა უპირატესობებიც, იგი ისრუტავს დაბინძურებულ ჰაერს და სამაგიეროდ გამოყოფს გრილ, სუფთა ჟანგბადს.

ზაფხულის ცხელ დღეებში ბალახის საფარის ტემპერატურა 5-8 გრადუსით ნაკლებია ღია გრუნტთან შედარებით. არსებული გაზონი გერმანელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა და დამზადებულია ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში.

აქსისის სახლს ჭავჭავაძის 75-ში მალე 43 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე შეემატება, მათ შორის კი მარადმწვანე მუხა და უმრავი სხვა მცენარე. დღეისათვის კი ეზოში 60 ხე ხარობს. სულ მალე მობინადრეებს ეზოში შადრევანიც შეემატება“, - ნათქვამია "აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.