მუსიკის სახელმძღვანელო პალიტრა L-ისგან
03-07-2018
მუსიკის სახელმძღვანელო პალიტრა L-ისგან
2018 წლი­დან სკო­ლებ­ში პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე­ექ­ვსე კლა­სის ჩათ­ვლით ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შე­იც­ვლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ წიგ­ნე­ბის შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სირ­თუ­ლით ახ­სნა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნახ­ლდა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სიც, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი ჩა­ერ­თნენ. გრი­ფი­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი წა­რად­გი­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მაც და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც უკვე მი­ი­ღო. "მუ­სი­კა", "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა", "ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო", "შე­მეც­ნე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა" - ეს იმ წიგ­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა L"-მა გა­მოც­დილ ავ­ტო­რებ­თან ერ­თად მო­ამ­ზა­და.

სწავ­ლე­ბის
რა მე­თო­დი­კით შე­იქ­მნა წიგ­ნე­ბი და რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ისი­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, გვე­სა­უბ­რა მა­რი­ნა ბე­რა­ძე, "მუ­სი­კის" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი:

ამ ხნის მან­ძილ­ზე შევ­ქმე­ნით 1-6 კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლი­სა და 3-6 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლის წიგ­ნე­ბი თან­დარ­თუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო რე­სურ­სით. სა­ერ­თოდ, მუ­სი­კის ახა­ლი სტან­დარ­ტი
მუ­სი­კის სწავ­ლე­ბი­სად­მი ახ­ლე­ბურ და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს - მუ­სი­კის სწავ­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც სწო­რედ ამ სტან­დარ­ტი­თაა შედ­გე­ნი­ლი, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა­გან და­ზე­პი­რე­ბას ან ტექ­სტე­ბის სის­ტე­მა­ტი­ურ სწავ­ლას მო­ი­თხოვს.

გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან, რაც აა­მაღ­ლებს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას. ტექ­სტე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ მოს­წავ­ლეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა მათი გაც­ნო­ბა - მო­ცე­მუ­ლია ლა­კო­ნუ­რად და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დას­მუ­ლია კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს მსჯე­ლო­ბის სწორ გზას უჩ­ვე­ნებს, გა­უ­ად­ვი­ლებს მა­სა­ლის აღ­ქმა­სა და შეს­წავ­ლას. მას­წავ­ლებ­ლის წიგნ­ში მრავ­ლა­დაა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბავ­შვის ასა­კობ­რი­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­თი­თე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის­თვის მი­სა­ცე­მი და­ვა­ლე­ბე­ბი და მათი შეს­რუ­ლე­ბის გზე­ბი.

სა­ჭი­რო სა­კი­თხებ­ზე მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ცნო­ბე­ბი და დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის სცე­ნა­რე­ბი. დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბით ცოდ­ნის გან­მტკი­ცე­ბას. მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბა თა­მა­შით, დაკ­ვირ­ვე­ბა, კვლე­ვა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თან­მიმ­დევ­რუ­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მოს­მე­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა, აღ­მო­ჩე­ნა, მუ­სი­კის ფონ­ზე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, პრო­ექ­ტით სწავ­ლე­ბა, სე­ზო­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა და სხვა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რად არის მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა ბუ­კე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა LMMS-ის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა შეს­რულ­დეს.

ასე­ვე მო­ცე­მუ­ლია პროგ­რა­მებ­ში მუ­შა­ო­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი. მუ­სი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ხელს უწყობს ტო­ლე­რან­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. უქ­მნის რა პი­რო­ბებს გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს საგ­ნის შე­სას­წავ­ლად სა­ჭი­რო გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ უნარ-ჩვე­ვებს. მიზ­ნად ისა­ხავს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, წი­ნას­წარ მად­ლო­ბას ვუხ­დით მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ი­წო­ნე­ბენ და აირ­ჩე­ვენ ჩვენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს. ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის სის­ტე­მა­ტი­უ­რი თა­ნად­გო­მით, ისი­ნი სრულ­ყო­ფი­ლად გა­ი­თა­ვი­სე­ბენ მუ­სი­კის ახა­ლი სტან­დარ­ტით შექ­მნილ წიგ­ნებს. ამ მიზ­ნით, პირ­ველ რიგ­ში ჩა­ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს, სა­დაც შე­ვას­წავ­ლით მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მას LMMS. და­ვეხ­მა­რე­ბით მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ამ პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და მი­ვა­წო­დებთ LMMS-ის სას­წავ­ლო ვი­დეო-ტუ­ტო­რი­ალს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით