#გაიყოლე და იკითხე ყველგან - მცირე ფორმატის წიგნები, რომლებსაც ყველგან მოათავსებთ - კვირის პალიტრა

#გაიყოლე და იკითხე ყველგან - მცირე ფორმატის წიგნები, რომლებსაც ყველგან მოათავსებთ

ზაფხულის ცხელ დღეებში საცობში ყოფნაზე ცუდი არაფერია. თუმცა ეს თბილისური რეალობის გარდაუვალი ნაწილია. ამ დროს სოციალური ქსელების თვალიერება და სხვების დასვენების ფოტოების ყურება კი ადამიანის ნერვებზე უარესად მოქმედებს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კითხვაა. წიგნი ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია და სწორედ ის დაეხმარება ზაფხულის ცხელი დღეების სირთულეების მარტივად გადატანაშიც.

თუმცა სქელტანიანი წიგნების თან ტარება და სამსახურისკენ მიმავალ გზაზე კითხვა ადვილი საქმე ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ განსაკუთრებულად იზრუნა მკითხველების ინტერსების დაკმაყოფილებზე და გამოსცა მცირე ფორმატის წიგნები სერიის "ერთი მოთხრობის“ ფარგლებში.

#გაიყოლე - ეს კი იმ კამპანიის სახელწოდებაა, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებს თან გაიყოლონ წიგნები და იკითხონ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. "პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, პროექტი "ერთი მოთხრობა“ კითხვის მაქსიმალურად ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"მომხმარებელს მცირე ფორმატის წიგნები შევთავაზეთ, რომლეთა თან წაღებაც მარტივია და ადამიანს შორ თუ ახლო გზაზე მგზავრობას უმარტივებს, უხალისებს. ამავე მიზნით, წამოვიწყეთ ახალი კამპანიაც - #გაიყოლე. სერიის ფარგლებში ქართველი და უცხოური ავტორების 45 წიგნია დაბეჭდილი. მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნების და ინტერესების მქონე მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, რომ მისთვის საინტერესო წიგნები შეარჩიოს და მგზავრობის დამღლელი პროცესი სასიამოვნოდ აქციოს,“ - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

პროექტ "ერთი მოთხრობის“ გამოცემა "პალიტრა L-მა” 2017 წელს დაიწყო და ამ სერიის ფარ-გლებში უკვე 45 მცირე ზომის წიგნი დაიბეჭდა. პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებს შორის შეხვდებით როგორც მსოფლიო კლასიკოსთა, ასევე ქართველ მწერალთა მოთხრობებს. გარდა ამისა, "ერთი მოთხრობა“ უცნობი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც ემსა-ხურება და მკითხველს ახალი მწერლების გაცნობის საშუალებასაც აძლევს.