ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს
05-07-2018
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს
აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად, აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლებს ბე­ლა­რუ­სი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით ისი­ნი ამ ეტაპ­ზე ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს გა­ეც­ნენ. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პრეს­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­და­ი­ღეს თუ სად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვე­ნოს ტუ­რის­ტმა ქო­ბუ­ლეთ­ში, რა შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს და სად შე­იძ­ლე­ბა ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იმოგ­ზა­უ­როს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა ქო­ბუ­ლე­თის ზღვის­პი­რა პარ­კი და სა­ნა­პი­რო ზოლი, პეტ­რას ციხე, კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, აგ­რო­სერ­ვის­ცენ­ტრის
ღვი­ნის მა­რა­ნი, მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და ზო­გა­დად, ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. გარ­და უშუ­ა­ლოდ ქო­ბუ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა მათ ასე­ვე, გა­და­ი­ღეს ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კი "ცი­ცი­ნა­თე­ლა" და "მუ­სი­კო­სე­ბის პარ­კი" შეკ­ვე­თილ­ში.

წელს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონ­ში 20-მდე პრეს და ინ­ფო­ტუ­რი გა­ი­მარ­თა სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლის
ფარ­გლებ­შიც აჭა­რის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ეც­ნენ. სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გარ­და აჭა­რის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტე­ბი მო­ამ­ზა­და ევ­რო­ნი­უს­მა და დო­ი­ჩე ვე­ლემ. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოწ­ვე­ვას აჭა­რა­ში წლის ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები