გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
05-07-2018
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსიის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში განიხილეს მიმდინარე ღონისძიებები, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.
ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მავნებელთან ბრძოლის პირველადი შედეგებით კმაყოფილია.

"ფაროსანასთან ბრძოლაში წამლობის პირველი ეტაპი შევაჯამეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგებიც შესაბამისია.
ჩვენ გადავდივართ მთავარ და მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც უკვე საშემოდგომო წამლობას გულისხმობს. სიმინდის ფართობების შეწამვლასაც დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანის ჩართულობით მავნებელთან ბრძოლა წარმატებით დასრულდება," - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და ამ ეტაპზე ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა.

"ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. თითოეული ფერმერის, თითოეული მოსახლის აქტიური ჩართულობა არის საწინდარი კარგი და მაღალი ხარისხის მოსავლის. ამიტომ მოვუწოდებთ თითოეულ მოსახლეს, რომ ჩაერთოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში. რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით. ჩვენ გადავედით უკვე სიმინდის ფართობების პრევენციულ ღონისძიებებზე. პერიმეტრებზე აქტიურად იწამლება ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. როდესაც სიმინდი შევა მსხმოიარეობაში, დაიწყება სიმინდის შეწამვლაც. თუ მავნებელი გადაინაცვლებს ციტრუსში, ჩვენ მზად ვარ მის დასამუშავებლადაც" - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით