პროექტის "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

პროექტის "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" გამარჯვებულები

პროექტი "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ფინალურ ეტაპზე გადავიდა! გამარჯვებული ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული ხუთბოთლიანი შეფუთვა შეიქმნა ლიმიტირებული რაოდენობით. აღნიშნული კომპლექტები ჯერ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მათი შეკვეთა 30 ივნისიდან მხოლოდ Allwine.ge-ზეა შესაძლებელი. მომხმარებლები, რომლებიც შეკვეთით შეიძენენ ღვინოს, მას 10 ივლისიდან მითითებულ მისამართებზე მიიღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული ყუთის სტანდარტული ფასი 150 ლარია, ხოლო შეკვეთის შემთხვევაში მისი ღირებულება მხოლოდ 129 ლარი იქნება.

პროექტი 2017 წლის 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. ღვინოებისთვის ხმის მიცემა ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტი ორ ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელშიც 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და 23 ღვინის დასახელებიდან 10 აირჩია. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე. მეორე ეტაპზე საქართველოს ღვინის კომპანიებმა დეგუსტაციისთვის საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ბრმა დეგუსტაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით გამოავლინეს რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო, რომელთა ნაწილი - 5 ბოთლი ერთ შეფუთვაშია, ხოლო მეორე ხუთეული - მეორე შეფუთვაში.

პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა როგორც ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო მასშტაბით.

ამ აქტივობების შედეგად რჩეული ქართული ღვინოები უფრო ცნობილი და ხელმისაწვდომი გახდება. გამარჯვებული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი და უცხოელებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

კომპანიების სია, რომლებმაც დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს და მათმა პროდუქციამ საუკეთესო ღვინის სტატუსი მიიღო:

ახალშენი 2005 - "საფერავი"

თელიანი ველი - "ტვიში"

მეღვინეობა ბესინი - "წინანდალი"

მარანული - "ახაშენი"

ბატონო - "ქინძმარაული"

გიუაანი - "რქაწითელი"

თბილღვინო - "ხვანჭკარა"

შატო ნეკრესი - "მუკუზანი"

კონჭო და კომპანი - "ქისი"

კორპორაცია ქინძმარაული - "მწვანე"