ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი - კვირის პალიტრა

ბაზარზე სოსისის ახალი შეფუთვა გამოჩნდა - მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი

სამომხმარებლო ბაზარზე ძალიან აქტუალურია შეფუთული, დაფასოებული პროდუქცია. შეფუთული პროდუქტის ყიდვა ერთგვარი ტრენდი გახდა და ის მეტ-ნაკლებად ხარისხის გარანტადაც მოიაზრება.

სულ ეხლახანს, „ნიკორამ“ მზა ხორცპროდუქტების მიმართულებით მომხმარებელს პროდუქცია ახალ, პრაქტიკულ, დაცულ შეფუთვაში შესთავაზა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია სამომხმარებლო ბაზარს ახალ შეთავაზებას უცვლელ ფასად სთავაზობს. შეფუთული პროდუქტების ფასი ასაწონი სოსისების ანალოგიური დარჩა. მომხმარებელი იგივე პროდუქტს იგივე ფასად იღებს და ამასთანავე, მეტ კომფორტს. იზოგება დრო, პროდუქტს აწონვა არ სჭირდება, პრაქტიკულია მისი ტრანსპორტირება, მეტად დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისგან. პროდუქცია ისე გამოდის საწარმოდან, სრულდება დისტრიბუცია, იყიდება მაღაზიაში, მომხმარებელს მიაქვს სახლში და ინახავს, რომ მას არავისთან და არაფერთან უწევს შეხება. ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების ის გარანტია, რომელსაც ზედმეტი განმარტება და დასაბუთება არ სჭირდება.

ახალი შეფუთვა მაქსიმალურად უწყობს ხელს პროდუქტის გემოვნური თვისებების შენარჩუნებას, რასაც შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო უზრუნველყოფს.

(R)