აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა
13-07-2018
აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა
აჭა­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 23%-ითაა გაზ­რდი­ლი. 2018 წლის, ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ონ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის 808, 437 ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

ვი­ზი­ტო­რე­ბის მა­ტე­ბაა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლებ­ში. ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, დელ­ფი­ნა­რი­უ­მი, სა­ბა­გი­რო, მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი და გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ციხე-მუ­ზუ­ე­მი აჭა­რა­ში იმ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს შო­რი­საა, სა­დაც სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გაზ­რდი­ლი.

2018 წლის პირ­ვე­ლი ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­ზი­ტო­რე­ბი 20%-ით გა­ი­ზარ­და ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, რო­მელ­საც 6 თქვე­ში 91 098 ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და. აქე­დან, მხო­ლოდ
ივ­ნის­ში ბაღ­ში სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 28%-ით მო­ი­მა­ტა, რაც 37 287 ვი­ზი­ტორს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი აჭა­რის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია, სა­დაც ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. 2017 წელს, ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა 296 723 სტუ­მარს უმას­პინ­ძლა.

ვი­ზი­ტო­რე­ბის მა­ტე­ბაა ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­შიც, სა­დაც იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით 22%-ით მეტ, 40 866 სტუ­მარს უმას­პინ­ძლეს.
დელ­ფი­ნე­ბის შო­უ­ზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ივ­ნის­ში 27 438 შე­ად­გი­ნა, რაც 29%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდს. გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დელ­ფი­ნე­ბის შოუ ორ­შა­ბა­თის გარ­და ყო­ველ­დღე, დღე­ში სამ­ჯერ იმარ­თე­ბა. გა­სულ წელს, დელ­ფი­ნა­რი­უმ­მა 194 548 ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლა.

6 თვე­ში 72%-ით მეტი, 19, 761 ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და გო­ნიო აფ­სა­რო­სის ცი­ხე­საც, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს. მხო­ლოდ ივ­ნის­ში კი ციხე-მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას 46%-ით მეტი, 15 658 ვი­ზი­ტო­რი გა­ეც­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წლის მო­ნა­ცე­მებს ის 20%-ით აღე­მა­ტე­ბა 2016 წელს და 79 834 ვი­ზი­ტორს შე­ად­გენს.

გაზ­რდი­ლია ბა­თუ­მის სა­ბა­გი­როს სტუ­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. 16%-ით მეტ­მა, 100 023 ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა სა­ბა­გი­როს სერ­ვი­სით 6 თვე­ში, მხო­ლოდ ივ­ნის­ში კი ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 41 996 (+13%) შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ წელს, სა­ბა­გი­როს 319 518 ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და.

ვი­ზი­ტო­რე­ბის სიმ­რავ­ლე და­ფიქ­სირ­და მტი­რა­ლას ეროვ­ნულ პარკშიც, სა­დაც 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 804 ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ციფ­რი 48%-ით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ზე. აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი 9 217 (+47%) სტუ­მა­რი პარკს ივ­ნის­ში სტუმ­რობ­და. გა­სულ წელს, კი ეროვ­ნუ­ლი პარკში 47 460-მა ვი­ზი­ტორ­მა იმოგ­ზა­უ­რო.

"გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ზრდა გვაქვს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან. სა­ერ­თო ჯამ­ში, ექვს თვე­ში 23%-ითაა გაზ­რდი­ლი უცხო­ე­თი­დან აჭა­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, აქე­დან მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში ვი­ზი­ტე­ბის 46%-იანი მა­ტე­ბაა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­ხორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბებს მსოფ­ლი­ოს 16 ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ბაზ­რე­ბია. ვი­ზი­ტო­რე­ბის ზრდა სა­ერ­თო ჯამ­ში, ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ობი­ექ­ტზე აი­სა­ხე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია. ორი კვარტლის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 2018 წელს ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა", გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სულ­ხან ღლონტმა.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით