გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში
გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში
23 ივლისს ჩვენი მკითხველი­ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის, "საქართველოს ინტერაქციული რუკის" პირველ ნაწილს, "იმერეთს" მიიღებს და საინტერესო პროცესში ჩაერთვება - ემოციურსა და შემეცნებითში: მკითხველი "იმერეთის" რუკის პაზ­ლით დაიწყებს საქართველოს ინტერაქციული რუკის აწყობას, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმი მოჰყვება და ასე ბოლომდე, აფხაზეთამდე... ნახევარი წლის განმავლობაში მკითხველი­ საქართველოს 12-ივე რეგიონის პაზლს მიიღებს და შეძლებს საქართველოს ერთიანი რუკის აწყობას თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციის, არქიტექტურული ხელწერის, ლანდშაფტური მრავალფეროვნების თუ ადამიანთა ხასიათის
მიხედვით....

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ შექმნილა და რომელიც ყველა თაობას გააერთიანებს საკუთარი ქვეყნის გარშემო...

პროექტის მენეჯერის, ნესტან მაღალაშვილის თქმით, ინტერაქციული რუკის პროექტი პროფესიონალთა ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგია - მაღალხარისხიანი და საინტერესო.

- როგორც ცნობილია, რუკებს შემეცნებით
ღირებულებასთან ერთად, მუდამ ჰქონდა პატრიოტული დატვირთვაც - ის ახსენებს ადამიანს სამშობლოს ტერიტორიების მდგომარეობას, ალბათ, ამითაც არის განპირობებული გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის გამოცემა.
- ჩვენი ჯგუფი განსაკუთრებული ემოციით მუშაობდა ამ პროექტზე და ცდილობდა, სიმბოლურად სწორედ ამ გამოცემით მიელოცა ჩვენი მოსახლეობისათვის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. შევეცდები, მოკლედ გიამბოთ ჯგუფის წევრთა შესახებ: რუკაზე ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, კონსტრუქციის ავტორი კი კოტე იანტბელიძეა, ტექსტების ავტორია თეა ბარამაშვილი. პროექტში გამოყენებული ფოტომასალის ავტორები არიან ყველასთვის საყვარელი პროფესიონალი ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და მათთან ერთად სხვა გამოცდილი თუ დამწყები ფოტოგრაფები. ასევე შეხვდებით ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასაც. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და პროექტის შემოქმედებით ჯგუფს ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისათვის.

- წარმოდგენილი მაქვს, როგორ დაელოდება საქართველოს ინტერაქციული რუკის თითოეული რეგიონის პაზლს მკითხველი. "იმერეთით" რატომ ვიწყებთ?
- რადგან მხოლოდ იმერეთის ყველა საზღვარი ადმინისტრაციულია და, ფაქტობრივად, მის გარშემო ერთიანდება მთელი ქვეყანა. ამიტომაც დავიწყეთ იმერეთით.

იმერეთს რაჭა-ლეჩხუმი მოჰყვება, სულ ბოლოს კი აფხაზეთის პაზლი გამოვა და საქართველოს რუკის აწყობა (გაერთიანება) დასრულდება.
ყველა რეგიონის პაზლს თან ახლავს­ მისი ტრადიციის, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის გამომხატველი 11 ძირითადი და 5 პირობითი სიმბოლო... მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ძირითად ფიგურებში ჩვენ შევხვდებით სვეტიცხოველსა და შატილს, ხოლო პირობით სიმბოლოებში - ცხვარსა და შოთის პურს.

რეგიონის პაზლთან ერთად მკითხველი მიიღებს ბროშურას, რომელშიც აღწერილია როგორც კონკრეტული მხარის, ასევე თითოეული ფიგურის ისტორია და თავისებურება. მასში ასევე შეხვდებით პროექტის დეტალურ ინსტრუქციას.

- ძალიან საინტერესო პროცესი იწყება.
- დიახ, ეს უნიკალური შანსია თითოეული ოჯახისათვის ინტერაქციით, ეტაპობრივად, ცოდნის გაღრმავებითა და, რაც მთავარია, სიყვარულით, ააწყოს და გააერთიანოს საქართველო!

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი საქართველო შეგვიძლია მაგიდაზეც ავაწყოთ და კედელზეც. თუ რუკას მაგიდაზე განვათავსებთ, მაშინ ფიგურებს სპეციალურ ფეხს გავუკეთებთ და პაზლზე შესაბამის ადგილზე დავდგამთ, ხოლო თუ კედელზე მივამაგრებთ (რისთვისაც რუკას ორმაგი წებოვანი ლენტი ახლავს), ფიგურებს პაზლებზე მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ჭრილში ჩავამაგრებთ. ეს პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოც იქნება.

ეთერ ერაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები