"ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება’’- საქართველოს ეროვნული ლატარია - კვირის პალიტრა

"ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება’’- საქართველოს ეროვნული ლატარია

საქართველოს ეროვნული ლატარია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უკვე დაეხმარა რამდენიმე ოჯახს, ერთი წლით დააფინანსა ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სტუდენტ ახალგაზრდა მწერალ გოგონას თამარ ჭოჭუას დაუფინანსა მისი პირველი რომანის "ნატურის ტუსაღის’’ გამოცემა. საქართველოს ეროვნული ლატარიის მხარდაჭერით დევნილთა საერთაშორისო დღეს გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და ნიჭიერი ბავშვების ნახატების გამოფენაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ლატარია სოციალურ პროექტებს ლატარიის პროდუქტების მომხმარებლების მონაწილეობით ახორციელებს. სწორედ მომხმარებლების მიერ შეძენილი ბილეთების საფასურიდან საქართველოს ეროვნული ლატარიის სოციალურ ფონდში თანხის გარკვეული ნაწილი ირიცხება, რომელიც შემდეგ იმ ადამიანებზე ნაწილდება, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოპერირება დაიწყო, ყალიონაშვილების, ვალიშვილების, ეგაძეების, მაზნიაშვილებისა და ტრაპაიძეების მრვალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს მთთვის ყველაზე მეტად საჭირო ინვენტარი და სოციალური ვაუჩერი გადაეცათ. საქართველოს ეროვნული ლატარია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას, როგორც სოცილური, ასევე საგანმანათლებლო მიმართლებით. პირველი ქართული ლატარია, 100 წლის წინ, უდიდესმა საზოგადო მოღვაწეებმა ივანე ჯავახიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა პირველი ქართული საგანმანათლებლო კერის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის საჭირო თანხების მოსაზიდად შექმნეს "საქართველოს ეროვნული ლატარია“ კი ამ ტრადიციას აგრძელებს.