750 000 ლარი სახლიდან გაუსვლელად!
18-07-2018
750 000 ლარი სახლიდან გაუსვლელად!
საქართველოს ეროვნული ლატარია ჯეკპოტის ონლაინ მოსაგებად ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს. როგორც ეროვნული ლატარიიდან გვაცნობეს, ციფრული ტექნოლოგიებისა და გლობალური ინტერნეტიზაციის ეპოქაში საქართველოს ეროვნული ლატარია საკუთარი პროდუქტების გაციფრულების ახალ ეტაპზე გადადის.

მათი ინფორმაციით, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია "ლოტო 6/36"-ის ბილეთების ონლიან შეძენის სერვისი.

"მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე https://lotto.ge/ka/, ინსტრუქციის მიხედვით გაიაროს რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები, შეიძინოს ბილეთი და იბრძოლოს ჯეკპოტისთვის.

საიტის უსაფრთხოებაზე საქართველოს ეროვნული ლატარიის გუნდთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Loterity’ მუშაობდა,
რაც, იმის გარანტი გახლავთ, რომ საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების პირადი მონაცემების კონფინდეცილურობა არის მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო.

ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 20:50 საათზე. "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.

საქართველოს ეროვნული ლატარია უახლოეს მომავალში მომხმარებლებს სხვა ციფრულ გათამაშებებსაც შესთავაზებს, რაც მოგების შანს კიდევ
უფრო გაზრდის," - ნათქვამია ინფორმაციაში.


(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით