უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს
23-07-2018
უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს
გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში - სწო­რედ ეს არის ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის, "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ მთა­ვა­რი იდეა. ეს არ იქ­ნე­ბა რუკა მისი სტან­დარ­ტუ­ლი გა­გე­ბით, რო­მე­ლიც წიგ­ნის თა­რო­ზე და­ი­კა­ვებს ად­გილს. მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და კონ­ცეფ­ცია აქვს. "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა“ არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი,
დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის და კუ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბას და შეყ­ვა­რე­ბას ისა­ხავს მი­ზა­ნად. სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კის გარ­შე­მო ოჯა­ხე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თად აა­წყო­ბენ, გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ ქვე­ყა­ნას.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თავს ეძღვნე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში რუკა 12 პაზ­ლი­სა და 192 ტრა­დი­ცი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ში­ნა­არ­სის რუ­კა­ზე და­სა­მაგ­რე­ბე­ლი ფი­გუ­რის­გან
შედ­გე­ბა.

ერთ პაზლს 16 სიმ­ბო­ლო მოჰ­ყვე­ბა. 11 ძი­რი­თა­დი და 5 პი­რო­ბი­თი. მა­გა­ლი­თად, შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის პაზლს ატე­ნის სი­ო­ნის, უფ­ლის­ცი­ხის, ყინ­წვი­სის ან­გე­ლო­ზი­სა თუ გო­რის ცი­ხის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ფი­გუ­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლებთ. ...და კი­დევ იქვე ნა­ხავთ 5 ზო­გად ფი­გუ­რას, მაგ,. "დედა ენას“, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­თავ­სოთ რო­გორც შიდა ქარ­თლის პაზლზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში მი­უ­ჩი­ნოთ ად­გი­ლი, რად­გან ეს წიგ­ნი ზო­გად­ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა.

პაზლს თან ახ­ლავს ბრო­შუ­რაც, სა­დაც წა­ი­კი­თხავთ კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას და იმ ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც რუ­კა­ზე უნდა გა­ნა­ლა­გოთ. სა­ერ­თო ჯამ­ში თქვენ აა­წყობთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან რუ­კას და ამავდრო­უ­ლად მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

სა­გა­მომ­ცემ­ლო ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მუ­შა­ობ­და ამ პრო­ექ­ტზე და ცდი­ლობ­და, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მით მი­ე­ლო­ცა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თა­ვი. რუ­კა­ზე ის­ტო­რი­კოს­მა და კარ­ტოგ­რაფ­მა მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძემ იმუ­შა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის ავ­ტო­რი კი ქა­ღალ­დის ინ­ჟი­ნე­რი და უამ­რა­ვი კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი კოტე იანტბე­ლი­ძეა, ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რია თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბი: ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია, გოგა ჩა­ნა­დი­რი, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და მათ­თან ერ­თად სხვა გა­მოც­დი­ლი თუ დამ­წყე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი. ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ მო­წო­დე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც.

"სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის - "იმე­რე­თის“ შე­ძე­ნას 23 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შეძ­ლებთ. რუ­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 8.5 ლა­რია. გა­ზეთ­თან ერ­თად კი მას 10 ლა­რად შე­ი­ძენთ. თვე­ში 2 ნა­წი­ლის შე­ძე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში თქვენ მთლი­ა­ნი რუ­კის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

რუ­კის ნა­წი­ლე­ბის გა­მოს­ვლის თან­მიმ­დევ­რო­ბა ასე­თია :

1. იმე­რე­თი

2. რაჭა-ლე­ჩხუ­მი

3. შიდა ქარ­თლი

4. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი

5. სა­მეგ­რე­ლო

6. სვა­ნე­თი

7. გუ­რია

8. ქვე­მო ქარ­თლი

9. მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი

10. კა­ხე­თი

11. აჭა­რა

12. აფხა­ზე­თი

ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სია თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის ინ­ტე­რაქ­ცი­ით, ეტა­პობ­რი­ვად, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლით, აა­წყოს და გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით