ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოში საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები იმყოფებიან
24-07-2018
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოში საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები იმყოფებიან
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოში პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან.

5 საერთაშორისო ბანკის 60 წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფები "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს.

შეხვედრები "თბილისში მარიოტში“ მიმდინარეობს. ვიზიტი 2 დღეს გაგრძელდება, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ანკალიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიასაც დაათვალიერებენ.

ამ ეტაპზე ანაკლიაში
სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დასრულების ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით