რამდენად კარგად ერკვევით ქართულ ღვინოში (+ტესტი) - კვირის პალიტრა

რამდენად კარგად ერკვევით ქართულ ღვინოში (+ტესტი)

არის თუ არა საქართველო ღვინის სამშობლო? სად შეიქმნა პირველად სასმელი, რომლის პოპულარობაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მუდმივად იზრდება? ამის მეცნიერულ პასუხს გვაძლევს შულავერის გორის გათხრების შედეგიც, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და იქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭლისა და ღვინის კვალი, არც მეტი, არც ნაკლები, 8 ათასი წლის სიძველით თარიღდება.

არც ის არის შემთხვევითობა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევა ღვინის სახეობებში და ცდილობს, კიდევ უფრო მეტი ცოდნა შეიძინოს ამ კუთხით.

სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წარმატებული პროექტი - „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“. ღვინის 10 საუკეთესო სახეობა, რომელიც 2 სასაჩუქრე შეკვრაშია მოთავსებული, მოსახლეობის და პროფესიონალი მეღვინეების მაქსიმალური ჩართულობით გამოვლინდა.

ონლაინ ხმის მიცემით, გამოკითხვით და დეგუსტაციაში ჩართული ღვინის ექსპერტების გადაწყვეტილებით შერჩეული 10 საუკეთესო ღვინის დასახელება შემდეგნაირად გამოიყურება: საფერავი, ტვიში, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე.

სწორედ ეს 10 უნიკალური სახეობის ღვინოა გადანაწილებული 2 შეფუთვაში, რომლის დიზაინზეც რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობდა.

საინტერესოა, თქვენ რამდენად კარგად ერკვევით ქართული ღვინის სახეობებში და შეგიძლიათ თუ არა, შერჩეული 10 საუკეთესო ღვინიდან მათი მახასიათებლებით გამოიცნოთ, რომელ სახეობაზეა საუბარი.

მაშ ასე, დაიწყეთ ტესტის შევსება, აიმაღლეთ ცოდნა და პასუხები გაგვიზიარეთ!